1. ცხოველთა გადაზიდვა ხორციელდება ვეტერინარიული ზედამხედველობის სამსახურის ნებართვით, ხოლო იმ ცხოველთა გადაზიდვისას, რომლებიც ექვამდებარებიან „გადაშენების პირას მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობათა საერთაშორისო ვაჭრობის კონვენციის” მოქმედებას, დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს ამ კონვენციით გათვალისწინებული საბუთები.
2. ცხოველთა გადაზიდვა დაიშვება მხოლოდ იმ სადგურების გავლით, რომლებშიც მოწყობილია სასაზღვრო ვეტერინარული პუნქტები.