1 . ყველა სახეობის ცხოველს, მათ შორის, ფრინველს, საბეწვეულო ნადირს, ლაბორატორიულ, ზოოპარკისა და შინაურ ცხოველებს, ზღვის ნადირს, ფუტკარს, თევზს (შემდგომ – ცხოველები) გადასაზიდად წარადგენს ტვირთგამგზავნი, დადგენილი წესით გაცემული ვეტერინარიული მოწმობის საფუძველზე.
2. ვეტერინარიული მოწმობის, ხოლო საერთაშორისო გადაზიდვისას – ასევე ვეტერინარიული ზედამხედველობის სამსახურის წერილობითი ნებართვის გარეშე, ცხოველთა გადაზიდვა აკრძალულია. აღნიშნული მოწმობა და ნებართვა ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.
3. თითოეულ ვაგონზე გაფორმებული ვეტერინარიული მოწმობის პირველი პირი, ვაგონში მოთავსებულ ცხოველთა რაოდენობის მითითებით, თან ერთვის ზედნადებს, ხოლო მეორეს ტვირთგამგზავნი გადასცემს ცხოველთა თანხლებ გამყოლს.
4. ზედნადების გრაფაში „ტვირთგამგზავნის განსაკუთრებული განცხადება და აღნიშვნა“ ტვირთგამგზავნი მიუთითებს ვეტერინარიული მოწმობის თანდართვის შესახებ, მის ნომერსა და გაცემის თარიღის.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 296
თავი XX — სახელმწიფო ვეტერინარიული ზედამხედველობის სამსახურის საქვეკონტროლო ტვირთისა და ცხოველთა გადაზიდვის წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 296, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-296/