1. მშრალუმარილო და მშრალად დამარილებული ტყავის და ბეწვეულის ნედლეული გადასაზიდად მიიღება რბილ ტარაში, ხოლო სველდამარილებული – გაუჟონავ კასრებში ან ყუთებში.
2. შეუფუთავი ან გაყინული ტყავის საბეწვეულე ნედლეული გადასაზიდად არ მიიღება.
3. სხვა ტექნიკურ ნედლეულთან ერთად ერთ ვაგონში გადასაზიდად არ მიიღება სველდამარილებული ტყავ-ბეწვეულის ნედლეული, რომელიც არ არის შეფუთული ან შეფუთულია რბილ ტარაში.
4. ტყავ-ბეწვეულის ნედლეულსა და გამოყვანილ ბეწვეულს ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს ჯილეხზე. გამოკვლევის უარყოფითი შედეგები უნდა აისახოს ვეტერინარულ მოწმობაში (სერტიფიკატში). ჯილეხზე უარყოფითი რეაქციის მქონე ტყავს, ნედლ და გამოყვანილ ბეწვეულს უნდა ჰქონდეს გამოკვლევის მწარმოებელი ლაბორატორიის დამღა.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 290
თავი XX — სახელმწიფო ვეტერინარიული ზედამხედველობის სამსახურის საქვეკონტროლო ტვირთისა და ცხოველთა გადაზიდვის წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 290, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-290/