1. დაუმუშავებელი მშრალი ტყავი შეიფუთება ტილოს ტომრებში, ყუთებსა ან კოლოფებში.
2. მშრალი გლემურძი გადასაზიდად წარედგინება მკვრივ ტომრებში, პოლიმერული აფსკის ჩატანებით, ხოლო კირხსნარით დაკონსერვებული – გაუჟონავ კასრებში.
3. მატყლი, ჯაგარი, თმა, ბუმბული და გერმა გადასაზიდად წარდგენილ უნდა იქნეს რბილ ტარაში. ხოლო მატყლის სამრეცხაოში გასაგზავნ თითოეულ ტომარას უნდა ჰქონდეს ფაბრიკის მარკა.
4. მშრალი ნაწლავნედლეული და შარდის ბუშტი გადასაზიდად წარედგინება ყუთებსა ან ტომრებში, რომელიც შეფუთულია მკვრივ რბილ ტარაში. მშრალდამარილებული და დამარილებული ნაწლავნედლეული გადასაზიდად წარედგინება მყარ გაუჟონავ კასრებში.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 291
თავი XX — სახელმწიფო ვეტერინარიული ზედამხედველობის სამსახურის საქვეკონტროლო ტვირთისა და ცხოველთა გადაზიდვის წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 291, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-291/