1. აკრძალულია ცხოველური წარმოშობის ნედლეულის გადაზიდვა, მათ შორის, წვრილმანი გზავნილებით, საკვებ პროდუქტებთან, ცხოველის საკვებთან, ლითონის ნაკეთობებთან, საღებავ, სუნიან და აორთქლებად ნივთიერებებთან, პირადი (საყოფაცხოვრებო) მოხმარების ტვირთთან ერთად, აგრეთვე საკვები ნედლეულის გადაზიდვა ცხოველური წარმოშობის ტექნიკურ ნედლეულთან ერთად.
2. არ დაიშვება ცხოველური წარმოშობის ნედლეულის გადაზიდვა კონტეინერებში, გარდა ბეწვეულის ნედლეულისა, რომელიც არ ექვემდებარება ჯილეხზე გამოკვლევას.
3. ცხოველური წარმოშობის ნედლეული და საკვები წვრილმანი გზავნილებით გადაიზიდება ტვირთის წვრილმანი გზავნილებით გადაზიდვის წესის შესაბამისად.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 293
თავი XX — სახელმწიფო ვეტერინარიული ზედამხედველობის სამსახურის საქვეკონტროლო ტვირთისა და ცხოველთა გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 293, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-293/