1. ვეტერინარიული ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენლი სასაზღვრო ვეტერინარულ პუნქტში ვეტერინარულ მოწმობას ცვლის შესაბამისი ვეტერინარული სერტიფიკატით.
2. სასპორტო, საცირკო და სხვა სახის ცხოველების (ფრინველების) საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, საქართველოში მათზე გაცემული ვეტერინარული სერტიფიკატები ძალაშია გაცემიდან 90 დღის განმავლობაში, თუ აღნიშნული ცხოველების ჯანმრთელობა დადგენილი წესით დადასტურებულია იმ ქვეყნის უფლებამოსილი ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის მიერ, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ.
3. ვეტერინარული მოწმობა, რომელშიც გარკვევით არ არის შეტანილი ყველა სათანადო მონაცემი, შევსებულია განსხვავებული მელნით, შრიფტით, სხვადასხვა პირის მიერ ან აქვს შესწორებები, მიიჩნევა ბათილად და ამ დოკუმენტით ტვირთი გადასაზიდად არ მიიღება.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 298
თავი XX — სახელმწიფო ვეტერინარიული ზედამხედველობის სამსახურის საქვეკონტროლო ტვირთისა და ცხოველთა გადაზიდვის წესი
მთავარი მონაცემები
- ვადა 90 დღის განმავლობაში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 298, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-298/