2. რქის, ჩლიქის და ძვლის უტაროდ გადაზიდვა დაიშვება დახურულ ვაგონებში ან კონტეინერებში.
3. ზამთრის პერიოდში დასაშვებია რბილი ქსოვილებისგან გასუფთავებული გაყინული რქის, ჩლიქისა და ძვლის გადაზიდვა დახურულ ვაგონში, თუ ჰაერის ტემპერატურა არ აღემატება მინუს 5 გრადუსს და, თუ არსებობს ტვირთმიმღების თანხმობა ამგვარ გადაზიდვაზე. ამ შემთხვევაში, ზედნადების გრაფაში „გამგზავნის განსაკუთრებული განცხადებები და აღნიშვნები” ტვირთგამგზავნი მიუთითებს „ნედლი ძვლის (რქის, ჩლიქის) გაყინულ მდგომარეობაში გადაზიდვა შეთანხმებულია ტვირთმიმღებთან”.
4. სასურსათო და ძეხვეულის ძვალი გადაიზიდება მხოლოდ მყარ ტარაში (ყუთი, კასრი). ძვლის გადაზიდვისას ვეტერინარულ მოწმობაში (სერტიფიკატში) მითითებული უნდა იყოს მისი წარმოშობა (სასურსათო, ძეხვეულის, საველე).
5. აკრძალულია სასურსათო და ძეხვეულის ძვლის გადაზიდვა საველესთან ერთად, აგრეთვე საველე ძვლის გადაზიდვა წვრილმანი გზავნილებით.
6. არ დაიშვება საველე ძვლის, ჩლიქისა და რქის ვაგონებში ჩატვირთვა, გადმოტვირთვა და შენახვა საერთო სარგებლობის ადგილებში. ამ ტვირთის ჩატვირთვა-გადმოტვირთვა ნებადართულია უშუალოდ ავტოტრანსპორტიდან ვაგონში და ვაგონიდან ავტოტრანსპორტზე
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 292. 1. რქა, ჩლიქი და ძვალი გადასაზიდად წარდგენილ უნდა იყოს რბილ ტარაში, რბილი ნაწილებისგან, ჭუჭყისგან გასუფთავებული და გამომშრალი. შეუფუთავი, გაუმშრალი რქა, ჩლიქი და ძვალი გადასაზიდად არ მიიღება
თავი XX — სახელმწიფო ვეტერინარიული ზედამხედველობის სამსახურის საქვეკონტროლო ტვირთისა და ცხოველთა გადაზიდვის წესი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 286. 1. ტვირთის თანმხლები ვეტერინარული საბუთების შევსების წესს განსაზღვრავს ვეტერინარიული ზედამხედველობის სამსახური
- მუხლი 287. 1. ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის საქვეკონტროლო ტვირთის მოსალოდნელი ჩატვირთვის შესახებ ტვირთგამგზავნმა ჩატვირთვის დანიშნული დროის შესახებ უნდა შეატყობინოს აღნიშნულ სამსახურს ვაგონის დასატვირთ
- მუხლი 288. 1. ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახური ტვირთს ათვალიერებს მისი ჩატვირთვის, გადმოტვირთვისა და გადატვირთვის პუნქტებში. დათვალიერების შედეგები აღინიშნება ვეტერინარულ მოწმობაში (სერტიფიკატში), დათვალიე
- მუხლი 289. 1. თუ ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახური გამოავლენს საქვეკონტროლო ტვირთს, რომელიც გადაიზიდება თანმხლები ვეტერინარიული დოკუმენტაციის გარეშე, ან თუ გაჩნდა დასაბუთებული ეჭვი ამ ტვირთის კეთილსაიმედოობ
- მუხლი 290. 1. მშრალუმარილო და მშრალად დამარილებული ტყავის და ბეწვეულის ნედლეული გადასაზიდად მიიღება რბილ ტარაში, ხოლო სველდამარილებული – გაუჟონავ კასრებში ან ყუთებში
- მუხლი 291. 1. დაუმუშავებელი მშრალი ტყავი შეიფუთება ტილოს ტომრებში, ყუთებსა ან კოლოფებში
- მუხლი 293. 1. აკრძალულია ცხოველური წარმოშობის ნედლეულის გადაზიდვა, მათ შორის, წვრილმანი გზავნილებით, საკვებ პროდუქტებთან, ცხოველის საკვებთან, ლითონის ნაკეთობებთან, საღებავ, სუნიან და აორთქლებად ნივთიერებებთან, პ
- მუხლი 294. 1. ტყავი, ნედლი და გამოყვანილი ბეწვეული, ჯაგარი, თმა, ბუმბული, გერმა, მატყლი, ნაწლავნედლეული, შარდის ბუშტი, რქა, ჩლიქი, სასურსათო და ძეხვეულის ძვალი, ტყავნედლეულის ჩამონაჭრები და გლემურძი გადასაზიდად
- მუხლი 295. 1. ვაგონები, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ნედლეულის გადაზიდვის შემდეგ, აგრეთვე ხორცისა და ხორცპროდუქტების გადასაზიდად განკუთვნილი ვაგონები, ექვემდებარება ვეტერინარულ-სანიტარიულ დამუშავებას
- მუხლი 296. 1 . ყველა სახეობის ცხოველს, მათ შორის, ფრინველს, საბეწვეულო ნადირს, ლაბორატორიულ, ზოოპარკისა და შინაურ ცხოველებს, ზღვის ნადირს, ფუტკარს, თევზს (შემდგომ – ცხოველები) გადასაზიდად წარადგენს ტვირთგამგზა
- მუხლი 297. 1. ცხოველთა გადაზიდვა ხორციელდება ვეტერინარიული ზედამხედველობის სამსახურის ნებართვით, ხოლო იმ ცხოველთა გადაზიდვისას, რომლებიც ექვამდებარებიან „გადაშენების პირას მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობათ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 292, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-292/