1. ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახური ტვირთს ათვალიერებს მისი ჩატვირთვის, გადმოტვირთვისა და გადატვირთვის პუნქტებში. დათვალიერების შედეგები აღინიშნება ვეტერინარულ მოწმობაში (სერტიფიკატში), დათვალიერების თარიღის მითითებით და მოწმდება უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.
2. ვეტერინარიული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოსთხოვოს ტვირთგამგზავნს ტვირთის ტარის შერჩევით გახსნა და აკრძალოს მისი გადაზიდვა, თუ გამოვლინდა ტვირთის შეუსაბამობა ვეტერინარულ მოთხოვნებთან.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 288
თავი XX — სახელმწიფო ვეტერინარიული ზედამხედველობის სამსახურის საქვეკონტროლო ტვირთისა და ცხოველთა გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 288, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-288/