2. ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის კონტროლს დაქვემდებარებული საექსპორტო-საიმპორტო ან სატრანზიტო ტვირთი გადაიზიდება ვეტერინარული მოწმობის თანხლებით, ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის სპეციალური წერილობითი ნებართვის საფუძველზე. ვეტერინარიულ მოწმობას არ საჭიროებს ვეტერინარული ბიოლოგიური და ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების გადაზიდვა.
3. ვეტერინარული სერტიფიკატი, მოწმობა ან ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის წერილობითი ნებართვა, რომელშიც გარკვევით არ არის შეტანილი ყველა სათანადო მონაცემი, შევსებულია განსხვავებული მელნით, შრიფტით, სხვადასხვა პირის მიერ ან აქვს შესწორებები, მიიჩნევა ბათილად და ამ დოკუმენტებით ტვირთი გადასაზიდად არ მიიღება