1. ერთ სატვირთო ადგილში სხვადასხვა დასახელების წვრილმანად დაფასოებილი საფრთხეშემცველი ტვირთის, აგრეთვე საფრთხეშემცველი და საფრთხეშეუცველი ტვირთის ერთობლივი გადაზიდვა ნებადართულია ამ წესის მე-19 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
2. წვრილმანად დაფასოებული საფრთხეშემცველი ტვირთი იფუთება ამ წესის მე-6 – მე-11 თავების შესაბამისად. ამ შემთხვევაში გარე შეფუთვასა და ზედნადებში, ტვირთის დასახელების შემდეგ, ტვირთგამგზავნი მიუთითებს: „წვრილმანად დაფასოებული”.