1. თუ სასაზღვრო პუნქტებში ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული ტვირთის შესამოწმებლად და ლაბორატორიული ანალიზის ან ექსპერტიზის მოსაწყობად აღებულ იქნა ნიმუშები, მცენარეთა დაცვის სანსახურის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფორმებს შესაბამის აქტს‚ რომელიც დგება სასაზღვრო გადამცემი სადგურისა და საბაჟო ორგანოს წარმომადგენლის თანდასწრებით. აქტის ერთი ეგზემპლარი დაერთვის გადაზიდვის დოკუმენტებს‚ ხოლო მეორე ინახება იმ სადგურში‚ სადაც მოხდა ნიმუშების ამოღება.
2. სახელმწიფო საზღვრის გამტარი პუნქტის სასაზღვრო გადამცემ სადგურში დასნებოვნებული ტვირთის გამოვლენისას, მცენარეთა დაცვის სანსახური, საჭიროებისას, აწესებს შესასრულებლად სავალდებულო საკარანტინო მოთხოვნებს.
3. სახელმწიფო საზღვრის გამტარი პუნქტის სასაზღვრო გადამცემ სადგურში ტვირთისა და სატრანსპორტო საშუალებების გაუსნებოვნების ორგანიზებას უზრუნველყოფს მცენარეთა დაცვის სანსახური.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 281
თავი XIX — ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალის და ობიექტის გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 281, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-281/