1. ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული იმპორტული ტვირთის საქართველოში შემოტანა ნებადართულია ამ ტვირთზე მცენარეთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემული საიმპორტო საკარანტინო ნებართვისა და ექსპორტიორი ქვეყნის მცენარეთა დაცვისა და კარანტინის ოფიციალური სამსახურის მიერ გაცემული ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის არსებობისას, რომელსაც ექსპორტიორი ქვეყნის აღნიშნული ორგანო გასცემს ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული ტვირთის თითოეულ ვაგონზე (კონტეინერზე) ან თითოეულ გზავნილზე (პარტიაზე), თუ ერთ ვაგონში (კონტეინერში) ტვირთის რამდენიმე გზავნილია (პარტიაა).
2. ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული ცალკეული იმპორტული ტვირთის უსერტიფიკატოდ გადაზიდვა დაიშვება მხოლოდ მცენარეთა დაცვის სამსახურის ნებართვით.
3. ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული საექსპორტო ტვირთი გადასაზიდად მიიღება მხოლოდ იმ პირობით, თუ ტვირთგამგზავნი რკინიგზას წარმოუდგენს მცენარეთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემულ ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატს.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 278
თავი XIX — ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის, მასალის და ობიექტის გადაზიდვის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 278, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-278/