1. საქართველოს ტერიტორიაზე მცენარეთა კარანტინი ხორციელდება მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციისა (IPPC) და ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტების (
I
S
PM) მოთხოვნათა გათვალისწინებით.
2. მცენარეთა კარანტინის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს ტერიტორიის დაცვა სხვა ქვეყნიდან საკარანტინო მავნე ორგანიზმების შემოტანისა და გავრცელებისაგან;
ბ) შემოჭრილი საკარანტინო მავნე ორგანიზმების დროულად აღმოჩენა და გავრცელების კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის ორგანიზება, აგრეთვე ამ ღონისძიებათა შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
გ) მცენარის, მცენარეული პროდუქტის და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების უზრუნველყოფა.
3. მცენარეთა კარანტინი ვრცელდება:
ა) სასოფლო-სამეურნეო, სატყეო და დეკორატიული კულტურების თესლებსა და სარგავ მასალებზე, მცენარეებსა და მათ ნაწილებზე, აგრეთვე ნებისმიერ მცენარეულ პროდუქტსა და სხვა ფიტოსანიტარიულ რეგულირებად ობიექტზე, რომლებიც შეიძლება გახდეს საკარანტინო მავნე ორგანიზმის გადამტანი;
ბ) სოკოებსა და მათ კულტურებზე, ბაქტერიებზე, ვირუსებზე, ნემატოდებზე, ტკიპებსა და მწერებზე;
გ) მწერების კოლექციაზე, დაავადებების გამომწვევებსა და ნიმუშებზე, აგრეთვე ჰერბარიუმებსა და თესლების კოლექციაზე;
დ) საქართველოში შემოსულ სატრანსპორტო საშუალებებზე;
ე) სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღებზე, ტარასა და შესაფუთ საშუალებებზე;
ვ) იმ დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ტერიტორიებსა და შენობებზე, რომლებიც ამზადებენ, ამუშავებენ, ინახავენ მცენარეულ პროდუქტებს და ახორციელებენ მათ რეალიზაციას, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, ტყეებზე, საკარმიდამო და სააგარაკო ნაკვეთებზე.
საქართველოს 2014
წლის 17 აპრილის
კანონი №2285
- ვებგვერდი, 02.05.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.04.2014-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 17.04.2014 კანონი №2285
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 54. მცენარეთა კარანტინი 1. საქართველოს ტერიტორიაზე მცენარეთა კარანტინი ხორციელდება მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციისა (IPPC) და ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტების (ISPM I S PM) მოთხოვნათა გათვალისწინებით. 2. მცენარეთა კარანტინის ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს ტერიტორიის დაცვა სხვა ქვეყნიდან საკარანტინო მავნე ორგანიზმების შემოტანისა და გავრცელებისაგან; ბ) შემოჭრილი საკარანტინო მავნე ორგანიზმების დროულად აღმოჩენა და გავრცელების კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის ორგანიზება, აგრეთვე ამ ღონისძიებათა შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; გ) მცენარის, მცენარეული პროდუქტის და სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების უზრუნველყოფა. 3. მცენარეთა კარანტინი ვრცელდება: ა) სასოფლო-სამეურნეო, სატყეო და დეკორატიული კულტურების თესლებსა და სარგავ მასალებზე, მცენარეებსა და მათ ნაწილებზე, აგრეთვე ნებისმიერ მცენარეულ პროდუქტსა და სხვა ფიტოსანიტარიულ რეგულირებად ობიექტზე, რომლებიც შეიძლება გახდეს საკარანტინო მავნე ორგანიზმის გადამტანი; ბ) სოკოებსა და მათ კულტურებზე, ბაქტერიებზე, ვირუსებზე, ნემატოდებზე, ტკიპებსა და მწერებზე; გ) მწერების კოლექციაზე, დაავადებების გამომწვევებსა და ნიმუშებზე, აგრეთვე ჰერბარიუმებსა და თესლების კოლექციაზე; დ) საქართველოში შემოსულ სატრანსპორტო საშუალებებზე; ე) სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღებზე, ტარასა და შესაფუთ საშუალებებზე; ვ) იმ დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ტერიტორიებსა და შენობებზე, რომლებიც ამზადებენ, ამუშავებენ, ინახავენ მცენარეულ პროდუქტებს და ახორციელებენ მათ რეალიზაციას, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო დ, არასატყესოფლო-სავამეურგნეო დანიშნულების მიწებზე, ტყეებზე, საკარმიდამო და სააგარაკო ნაკვეთებსა და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე.