ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის საქართველოს

ტერიტორიაზე რეგისტრაციის გარეშე შემოტანა

შეიძლება
:

ა) ექსპერიმენტული
კვლევისათვის;

ბ) რეგისტრაციისათვის – ნიმუშის სახით;

გ) გამოფენის, სიმპოზიუმის, კონფერენციის, ფორუმისა და კონგრესისათვის – ნიმუშის სახით, რეალიზაციის უფლების გარეშე;

დ
) რეექსპორტისათვის;

ე
) საქონლის საწყობში/ტერმინალში შენახვის ან/და ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისათვის;

ვ) განსაკუთრებულ პირობებში (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივი დაზიანება, ეპიდემია, ეპიზოოტია, ეპიზოოტიის საშიშროება, ეგზოტიკური დაავადება) ჰუმანიტარული მიზნით, აგრეთვე სხვა სახელმწიფოებრივი ინტერესის არსებობისას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობით;

ზ) თუ ეს არის შუალედური ვეტერინარული პრეპარატი ან/და დაუფასოებელი ვეტერინარული პრეპარატი, ვეტერინარული პრეპარატის დასამზადებლად გამოსაყენებელი სუბსტანცია ან/და ნედლეული;

თ) თუ ეს არის ვეტერინარიაში გამოსაყენებელი სადიაგნოსტიკო საშუალება.

საქართველოს 2014
წლის 17 აპრილის
კანონი №2285
- ვებგვერდი, 02.05.2014წ.

საქართველოს 2017 წლის 7
დეკემბრის

კანონი №1649
–
ვებგვერდი, 14.12.2017წ.

საქართველოს 2017 წლის 15 დეკემბრის
კანონი
№1754
- ვებგვერდი, 28.12.2017წ.

თავი XII. საგანგებო ზომები და კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგ