1. სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს რისკზე დაფუძნებული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შესაბამისად, რომელიც მტკიცდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.
2. სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამა მოიცავს წლის განმავლობაში განსახორციელებელი სახელმწიფო კონტროლის სახეებს, მექანიზმებს და რაოდენობას.
3. სააგენტო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოველწლიურად წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის შედეგების წლიურ ანგარიშს, რომელიც შეიცავს:
ა) განხორციელებული კონტროლის სახეებს, მისი განხორციელების მექანიზმებს და რაოდენობას;
ბ) გამოვლენილი შეუსაბამობის რაოდენობას, დარღვევის ტიპის მითითებით;
გ) გამოვლენილი შეუსაბამობის საპასუხოდ მიღებულ ზომებს.
საქართველოს 2017 წლის 7
დეკემბრის
კანონი №1649
–
ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 15 დეკემბრის
კანონი
№1754
- ვებგვერდი, 28.12.2017წ.
თავი VI.(ამოღებულია)
საქართველოს 2014
წლის 17 აპრილის
კანონი №2285
- ვებგვერდი, 02.05.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 17.04.2014 კანონი №2285
- 15.12.2017 კანონი №1754
- 07.12.2017 კანონი №1649
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 27. სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამა და ანგარიში 1. სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს რისკის ანალიზის სე დაფუძვნელზე შემუშავებული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შესაბამისად, რომელიც მტკიცდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. 2. სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამა მოიცავს წლის განმავლობაში განსახორციელებელი სახელმწიფო კონტროლის სახეებს, მექანიზმებს და რაოდენობას. 3. სააგენტო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოველწლიურად წარუდგენს სახელმწიფო კონტროლის შედეგების წლიურ ანგარიშს, რომელიც შეიცავს: ა) განხორციელებული კონტროლის სახეებს, მისი განხორციელების მექანიზმებს და რაოდენობას; ბ) გამოვლენილი შეუსაბამობის რაოდენობას, დარღვევის ტიპის მითითებით; გ) გამოვლენილი შეუსაბამობის საპასუხოდ მიღებულ ზომებს. თავი VI. ინსპ(ამოღექტირებულია)