1. საქართველოს
საბაჟო
კოდექსით
გათვალისწინებული, საქართველოს
საბაჟო
საზღვარზე
საქონლის
გადაადგილებასთან
დაკავშირებული
პროცედურების
განხორციელებისას
უცხოური
საქონლის
გაშვებამდე
საქართველოს
საბაჟო
კოდექსით
გათვალისწინებულ
კონტროლის
ზონაში
სურსათის/ცხოველის
საკვების
უვნებლობის, ვეტერინარულ
და
ფიტოსანიტარიულ
სასაზღვრო
კონტროლს
ახორციელებს
სამსახური
გაერთიანებული
ერების
ორგანიზაციის
სურსათისა
და
სოფლის
მეურნეობის
ორგანიზაციის (FAO), მცენარეთა
დაცვის
საერთაშორისო
კონვენციის (IPPC) და
ცხოველთა
ჯანმრთელობის
დაცვის
მსოფლიო
ორგანიზაციის (OIE) მიერ
დადგენილი
წესების
და
საქართველოს
გარემოს
დაცვისა
და
სოფლის
მეურნეობის
სამინისტროს
მიერ
განსაზღვრული
პოლიტიკის
საფუძველზე.

2. სასაზღვრო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოტანა ნებადართულია ამ საქონელზე ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატით და, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს ან სამსახურის ნებართვით.

3. სასაზღვრო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილება ექვემდებარება სასაზღვრო კონტროლს.

4. სასაზღვრო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონელი, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ იმპორტის მოთხოვნებს, ექვემდებარება ექსპორტიორ ქვეყანაში დაბრუნებას ან დამუშავებას (თუ იგი ექვემდებარება გაუსნებოვნებას), ან მესაკუთრის ხარჯით გადამუშავებას ან განადგურებას.

5. ექსპორტისათვის განკუთვნილი
სურსათი/ცხოველის საკვები, ასევე ვეტერინარული კონტროლისადმი და ფიტოსანიტარიული კონტროლისადმი დაქვემდებარებული საქონელი უნდა აკმაყოფილებდეს იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნებს, რაზედაც სამსახური ან სააგენტო გასცემს ჰიგიენურ, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ
სერტიფიკატებს.

საქართველოს 2017 წლის 7
დეკემბრის

კანონი №1649
–
ვებგვერდი, 14.12.2017წ.

საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის
კანონი
№4933
- ვებგვერდი, 04.07.2019წ.

თავი XIII1. სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის ექსპორტ-იმპორტი და რეექსპორტი

საქართველოს 2014
წლის 17 აპრილის
კანონი №2285
- ვებგვერდი, 02.05.2014