1. სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სანიტარიულ-საკარანტინო, ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველთა საკვების უვნებლობის სასაზღვრო, სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების კონტროლი, აღნიშნულ საკითხებზე შესაბამის უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობის ორგანიზება, პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვების, ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან, ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა, ნებართვების უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება;
გ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის, ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების, სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის, სურსათის/ცხოველის საკვების ჯანმრთელობის სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
დ) გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების შესახებ მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
ე) სამმართველოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის ზედმეტად გადახდილი და დაბრუნებას დაქვემდებარებული საფასურის თანხის შესახებ დასაბუთებული მიმართვის მომზადება და მიწოდება შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტისათვის და საჭიროების შემთხვევაში „მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის“ კორექტირება;
ვ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ზ) დეპარტამენტის
უფროსის
/უფროსის
პირველი
მოადგილის
/მოადგილის
სხვა
დავალებების
და
მითითებების
შესრულება
.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნებართვების, სერტიფიკატებისა და მოწმობის გაცემასთან, მათში ცვლილების შეტანასთან და გაუქმებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს ხელს აწერს სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს უფროსი, მისი მოადგილე, განყოფილების უფროსი ან დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.
3. სასაზღვრო ინსპექციის №1, №2, №3, №4, №5, №6 განყოფილებების ფუნქციებია:
ა) სანიტარიულ-საკარანტინო, ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველთა საკვების უვნებლობის სასაზღვრო, სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების კონტროლი;
ბ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვების, ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან, ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება, ნებართვების უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება;
გ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატისა და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის, ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების, სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის, სურსათის/ცხოველის საკვების ჯანმრთელობის სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების შესახებ მოწმობის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება;
ე) განყოფილების მიერ გაწეული მომსახურებისათვის ზედმეტად გადახდილი და დაბრუნებას დაქვემდებარებული საფასურის თანხის შესახებ დასაბუთებული მიმართვის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში „მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათის“ კორექტირება.
4. სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები დაკისრებულ ფუქციებს ახორციელებენ შემდეგ საბაჟო კონტროლის ზონებში:
ა) სასაზღვრო ინსპექციის №1 განყოფილება – საბაჟო გამშვები პუნქტები: „ყაზბეგი“, „ლაგოდეხი“, „სამთაწყარო“, „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი“ და საქონლის განთავსების სხვა ადგილები;
ბ) სასაზღვრო ინსპექციის №2 განყოფილება – საბაჟო გამშვები პუნქტები: „სადახლო-საავტომობილო“, „სადახლო-სარკინიგზო“, „ახკერპი“, „გუგუთი“და საქონლის განთავსების სხვა ადგილები;
გ) სასაზღვრო ინსპექციის №3 განყოფილება – საბაჟო გამშვები პუნქტები: „წითელი ხიდი“, „გარდაბანი“, „მტკვარი“ და საქონლის განთავსების სხვა ადგილები;
დ) სასაზღვრო ინსპექციის №4 განყოფილება – საბაჟო გამშვები პუნქტები: „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები“, გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთი“ და საქონლის განთავსების სხვა ადგილები;
ე) სასაზღვრო ინსპექციის №5 განყოფილება – საბაჟო გამშვები პუნქტები: ბათუმის პორტი, სარფი, ბათუმის აეროპორტი, გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი“ და საქონლის განთავსების სხვა ადგილები;
ვ) სასაზღვრო ინსპექციის №6 განყოფილება – საბაჟო გამშვები პუნქტები: „კარწახი“, „ვალე“, „ნინოწმინდა“ და საქონლის განთავსების სხვა ადგილები.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 3 ივლისის ბრძანება №15040 - ვებგვერდი, 08.07.2025