1. საბაჟო გამშვები პუნქტის ფუნქციებია:
ა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა;
ბ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი;
გ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ფიზიკური პირის, სატრანსპორტო საშუალების ან/და საქონლის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის ორგანიზება;
ე) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის სხვა სახეების კოორდინაცია და აგრეთვე სამკურნალო საშუალებათა, ნარკოტიკულ საშუალებათა და პრეკურსორების, იარაღის, ორმაგი დანიშნულების საქონლის, სახიფათო ნარჩენების, კულტურულ ფასეულობათა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების საბაჟო კონტროლი, რადიაციული და სავალუტო კონტროლი, საავტორო უფლებების დაცვაზე კონტროლი, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, კონვენციებითა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული, ტვირთის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის და მგზავრთა გადაყვანის ნებართვების/ავტორიზაციების კონტროლი;
ვ) შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვის, არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასთან და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა, ასევე უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებისათვის საჭირო ინფორმაციის დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოსათვის მიწოდება;
ზ) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
თ) საბაჟო გამშვები პუნქტის თანაშრომლის თანხლებით უშუალო საბაჟო ზედამხედველობის განხორციელება იმ საქონლის გადაადგილებაზე, რომლის საიმედო იდენტიფიცირება საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შეუძლებელია;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, პირის მიერ შემოტანილი საქონლის გაფორმება;
ი1) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საბაჟო გამშვებ პუნქტში რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ან რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის გაუქმება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში იმპორტის გადასახდელის დარიცხვა-ამოღება და ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირება;
ლ) საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ დარიცხულ იმპორტის გადასახდელის თანხებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მომზადება (რომელსაც ხელს აწერს საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი/მოადგილე/განყოფილების უფროსი/ცვლის უფროსი) მისი ვალდებული პირისათვის წარდგენისა და მომსახურების დეპარტამენტისათვის გაგზავნის უზრუნველყოფა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაში მონაწილეობა;
ო) საბაჟო/ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვა;
პ) სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის, პროცედურის მფლობელის/საქონლის მფლობელის მიერ უცხოური საქონლის/მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონლის, საბაჟო სანქციის სახით ან საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად ჩამორთმეული ან საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მიტოვებული საქონლის აღრიცხვა და საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე შენახვის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების განხორციელებამდე;
ჟ) საბაჟო/საგადასახადო სანქციის სახით ჩამორთმეული საქონლის, საბაჟო ორგანოს ან დეკლარანტის ინიციატივით სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის, ან პროცედურის მფლობელის/საქონლის მფლობელის მიერ უცხოური საქონლის/მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონლის, ან საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უპატრონოდ ცნობილისაქონლის აღრიცხვა და ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის საბაჟო/საგადასახადო სანქციის სახით ჩამორთმეული საქონლის, სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის ან საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უპატრონოდ ცნობილი საქონლის შემთხვევაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსთვის – თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემული საქონლის შემთხვევაში;
რ) კომპეტენციის ფარგლებში, არარეზიდენტ ფიზიკურ პირთა საგადასახადო აღრიცხვა;
ს) საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი;
ტ) სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელება კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვებისა და ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობების (მათ შორის, ძვირფასქვიანი) საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით;
უ) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ფ) დეპარტამენტის
უფროსის
/უფროსის
პირველი
მოადგილის
/მოადგილის
სხვა
დავალებების
და
მითითებების
შესრულება
.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვების და სერტიფიკატის (საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გარდა) გაცემასთან, მათში ცვლილების შეტანასთან და გაუქმებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს ხელს აწერს საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი, მისი მოადგილე, ცვლის უფროსი ან დეპარტამენტის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.
3. საბაჟო გამშვები პუნქტის განყოფილების უფროსს უფლება აქვს ხელი მოაწეროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული – ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვისა და არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემასთან, მათში ცვლილების შეტანასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციებს ახორციელებენ საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული მატერიალურად პასუხისმგებელი თანამშრომლები.
5. საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების“ ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განყოფილება ახორციელებს:
ა) ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში/ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გასატანი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას და საბაჟო კონტროლს;
ბ) ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში/ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გასატანი საქონლის გაფორმებას;
ბ1) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში/ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გასატანი საქონლის გაფორმების მიზნით რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ან რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის გაუქმება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთას, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, სამართალდარღვევების აღრიცხვას;
დ) საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის სხვა დავალებების და მითითებების შესრულებას.
6. საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განყოფილება ახორციელებს:
ა) ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გასატანი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას და საბაჟო კონტროლს;
ბ) ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გასატანი საქონლის გაფორმებას;
ბ1) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გასატანი საქონლის გაფორმების მიზნით რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ან რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის გაუქმება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთას, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, სამართალდარღვევების აღრიცხვას;
დ) საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის სხვა დავალებების და მითითებების შესრულებას.
7. საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სამმართველო ახორციელებს:
ა) თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გასატანი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვას და საბაჟო კონტროლს;
ბ) თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გასატანი საქონლის გაფორმებას;
ბ1) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გასატანი საქონლის გაფორმების მიზნით რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ან რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის გაუქმება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთას, შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, სამართალდარღვევების აღრიცხვას;
დ) საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის სხვა დავალებების და მითითებების შესრულებას.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №28304 - ვებგვერდი, 24.09.2020წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 27 მაისის ბრძანება №13238 - ვებგვერდი, 31.05.2022წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 19 თებერვლის ბრძანება №3418 - ვებგვერდი, 27.02.2024წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2025 წლის 3 ივლისის ბრძანება №15040 - ვებგვერდი, 08.07.2025წ.
დანართი №13
(ამოღებულია )
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №25910 - ვებგვერდი, 30.11.2012წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 თებერვლის ბრძანება №6066 - ვებგვერდი, 26.03.2013წ.
დანართი №14
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 20 მარტის ბრძანება
№16644 - ვებგვერდი, 28.03.2014წ.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დებულება
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 7 თებერვლის ბრძანება №2616 - ვებგვერდი, 21.02.2018წ.
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ანალიტიკური დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული.
2. დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ზედამხედველობას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.“;
4. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი.
5. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 7 თებერვლის ბრძანება №2616 - ვებგვერდი, 21.02.2018წ.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 30 აგვისტოს ბრძანება №30470 - ვებგვერდი, 10.09.2019