(a) უნდა განთავსდეს I დანართში ჩამოთვლილი ტერიტორიების შესასვლელ პუნქტებთან ახლოს და საბაჟოს ორგანოების მიერ რეგულაციის (EEC) No 2913/92 38(1)-ე მუხლის (a) და (b) ქვეპუნქტების და პირველი აბზაცის შესაბამისად დადგენილ ადგილას; თუმცა, შემზღუდავი გეოგრაფიული პირობების შემთხვევაში (როგორიც არის გადმოსატვირთი ნავმისადგომები ან გამშვები) შესაძლოა სასაზღვრო გამშვები პუნქტი განთავსდეს ტვირთის შემოტანის ადგილიდან გარკვეული მანძილის დაშორებით მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, ხოლო სარკინიგზო ტრანსპორტის შემთხვევაში სასაზღვრო გამშვები პუნქტი უნდა განთავსდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ განსაზღვრულ პირველივე რკინიგზის სადგურზე;

(b) უნდა იყოს სახელმწიფო ვეტერინარის უფლებამოსილების ქვეშ, რომელიც, ფაქტობრივად, პასუხისმგებელი იქნება შემოწმებებზე. სახელმწიფო ვეტერინარს შესაძლებელია დახმარება გაუწიოს სპეციალურად გადამზადებულმა დამხმარე პერსონალმა. იგი უზრუნველყოფს, რომ გადაწყვეტილების 92/438/EEC 1(1)-ლი მუხლის მე-3 პუნქტში მოხსენიებულ მონაცემთა ბაზაში შევიდეს ყველა განახლება.

2. 29-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, ამ დირექტივის გამოქვეყნების თარიღისათვის არსებული საბაჟო გამშვები პუნქტების ნუსხაში შესაძლოა შევიდეს ცვლილება ან დამატება:

(a) ახალი სასაზღვრო გამშვები პუნქტების დამატებით:

– წევრი სახელმწიფოების შეთავაზების საფუძველზე, როდესაც კომპეტენტური ორგანოს მიერ შემოწმებით დადასტურდება, რომ იგი აკმაყოფილებს ამ დირექტივის II დანართისა და „გაერთიანების საზღვარზე მესამე ქვეყნებიდან შემოტანილ პროდუქტებზე ვეტერინარულ შემოწმებაზე პასუხისმგებელი სასაზღვრო გამშვები პუნქტების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 1992 წლის 3 ნოემბრის დირექტივის 92/525/EEC(11) მოთხოვნებს,– წევრი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან ერთად კომისიის მიერ ინსპექტირებით;

(b) სასაზღვრო გამშვები პუნქტის გაუქმებით, სადაც აღმოჩნდება II დანართთან შეუსაბამობა კომპეტენტური ორგანოს მიერ შემოწმების დროს ან იმ შემთხვევაში, თუ 23-ე მუხლით გათვალისწინებული შემოწმებების შემდეგ წევრი სახელმწიფო არ გაითვალისწინებს ამ შემოწმების დასკვნებს გონივრულ ვადაში, განსაკუთრებით, იმ შემთხვევებში, როდესაც ინსპექციის შედეგად გამოვლინდება საზოგადოებისა და ცხოველთა ჯანმრთელობის სერიოზული რისკი;

3. სერიოზული შემთხვევებისას, განსაკუთრებით, საზოგადოებისა და ცხოველების ჯანმრთელობის ნიადაგზე, წევრმა სახელმწიფომ უნდა შეაჩეროს მის ტერიტორიაზე მდებარე სასაზღვრო გამშვები პუნქტის დამტკიცება. იგი აცნობებს კომისიასა და სხვა წევრ სახელმწიფოებს ტვირთის ამგვარი შეჩერებისა და მისი მიზეზების შესახებ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის ნუსხაში აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ მე-2(a) პუნქტის შესაბამისად.

4. კომისიამ უნდა შეადგინოს და გამოაქვეყნოს დამტკიცებული სასაზღვრო გამშვები პუნქტების ნუსხა, იმ შემთხვევების ჩათვლით, როდესაც დამტკიცება დროებით შეჩერებულია.

5. მე-2(a) პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღებამდე ძირითადი დირექტივის 90/675/EEC საფუძველზე შედგენილი ნუსხის გამოყენება კვლავ შესაძლებელი უნდა იყოს მე-3 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების შეუზღუდავად.

6. ამ მუხლის გამოყენების დეტალური წესები მიიღება 29-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისა