(a) თუ ტვირთის ტრანზიტული გადატანა ხდება ერთი საჰაერო ხომალდიდან მეორეში ან ერთი საზღვაო ხომალდიდან მეორეში ერთსა და იმავე პორტში, ან აეროპორტში პირდაპირ, ან ნავმისადგომში ან აეროპორტში გადმოტვირთვის შემდეგ იმაზე მცირე პერიოდში, ვიდრე ეს მითითებულია (b) ქვეპუნქტში, კომპეტენტურ ორგანოს ამის შესახებ უნდა ეცნობოს ტვირთზე პასუხისმგებელი პირისგან. იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე ემუქრება, განსაკუთრებით, ცხოველების ან ადამიანების ჯანმრთელობას, შესაძლებელია განხორციელდეს პროდუქტების დოკუმენტური შემოწმება სერტიფიკატზე ან წარმოშობის ვეტერინარულ დოკუმენტზე ან ტვირთის სხვა თანმხლებ ორიგინალ დოკუმენტზე ან მის დამოწმებულ ასლზე დაყრდნობით;
(b) თუ ტვირთის გადმოტვირთვა სხვაგვარად ხდება:
(i) იგი დასაწყობებული უნდა იქნეს კომპეტენტური ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ მაქსიმალური და მინიმალური პერიოდით პორტის ან აეროპორტის საბაჟოს ტერიტორიაზე მე-2 პუნქტით დადგენილი პირობების შესაბამისად, სანამ იგი საზღვაო ან საჰაერო გზით სხვა სასაზღვრო გამშვებ პუნქტში არ გადაიგზავნება;
(ii) იგი უნდა დაექვემდებაროს პროდუქტების დოკუმენტურ შემოწმებას (a) ქვეპუნქტში აღნიშნულ დოკუმენტებზე დაყრდნობით;
(iii) მე-20 მუხლის შეუზღუდავად, ადამიანების ან ცხოველების ჯანმრთელობის მიმართ რაიმე საფრთხის ალბათობის შემთხვევაში, იგი განსაკუთრებულად დაექვემდებარება იდენტურობისა და ფიზიკურ შემოწმებას.
2. ამ მუხლის გამოყენების დეტალური წესები მიიღება 29-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.
3. საბჭომ, მოქმედებს რა კვალიფიცირებული უმრავლესობის სახით კომისიის წინადადების შესაბამისად, შესაძლოა ამ მუხლის დებულებები გაავრცელოს ტვირთის სარკინიგზო გადატანაზე