2. ყველა ტვირთის შემთხვევაში სახელმწიფო ვეტერინარი ხელმძღვანელობს მე-3(3) მუხლში მითითებული ინფორმაციით, „ვეტერინარული იმპორტის პროცედურების კომპიუტერიზაციის შესახებ“ საბჭოს 1993 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების 92/438/EEC I დანართში აღნიშნული მონაცემთა ბაზით (Shift project)(8). გარდა ამისა, I დანართში ჩამოთვლილ რომელიმე ტერიტორიაზე საიმპორტოდ გამიზნული თითოეული ტვირთისათვის, იგი საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელობს გადაწყვეტილების 92/438/EEC II დანართითაც.
სახელმწიფო ვეტერინარი უზრუნველყოფს გადაწყვეტილებით 92/438/EEC დადგენილი მონაცემთა ბაზის წარმოებისათვის საჭირო ყველა ოპერაციის განხორციელებას.
3. თითოეული ტვირთი ექვემდებარება დოკუმენტურ შემოწმებას განურჩევლად საბაჟო დამუშავების ან გამოყენებისა, რათა დადგინდეს, რომ:
(a) მე-7(1) მუხლში აღნიშნულ სერტიფიკატებსა და დოკუმენტებში მოცემული ინფორმაცია თანხვედრაშია მე-3(3) მუხლის შესაბამისად წინასწარ მოწოდებულ ინფორმაციასთან;
(b) იმპორტის შემთხვევაში, პირველ მუხლში აღნიშნულ სერტიფიკატებსა და დოკუმენტებში ან სხვა დოკუმენტებში მოცემული დეტალები უზრუნველყოფს საჭირო გარანტიებს.
4. მე-9 და მე-15 მუხლებით გათვალისწინებულ სპეციფიკურ შემოწმებებთან ერთად სახელმწიფო ვეტერინარი ახორციელებს შემდეგ შემოწმებებს:
(a) თითოეული ტვირთის იდენტურობის შემოწმებას, რათა დაადგინოს ტვირთის შესაბამისობა ტვირთის თანმხლებ სერტიფიკატებსა და დოკუმენტებში მოცემულ ინფორმაციასთან. იმ ტვირთებთან ერთად, რომლებიც გათვალისწინებულია საბჭოს 1992 წლის 17 დეკემბრის დირექტივაში 92/118/EEC რომელიც ადგენს გაერთიანების ტერიტორიაზე იმ პროდუქტებით ვაჭრობისა და მათი იმპორტის მარეგულირებელ ცხოველთა ჯანმრთელობის მოთხოვნებს, რომლებიც არ ექვემდებარება აღნიშნულ მოთხოვნებს, განსაზღვრულს დირექტივის 89/662/EEC I დანართში მითითებულ გაერთიანების სპეციალურ წესებში, ხოლო პათოგენებთან მიმართებაში, მითითებულს დირექტივაში 90/425/EEC(9), ეს პროცედურა მოიცავს:
(i) კონტეინერებით შემოსული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების შემთხვევაში, სახელმწიფო ვეტერინარის (ან კომპეტენტური ორგანოს) მიერ კონტეინერზე დადებული ლუქის მთლიანობის დადასტურებას, გაერთიანების კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, და მათზე დატანილი ინფორმაციის შესაბამისობის დადასტურებას თანდართულ დოკუმენტში ან სერტიფიკატში მოცემულ ინფორმაციასთან;
(ii) სხვა შემთხვევებში:
– ყველა ტიპის პროდუქტისათვის წარმოშობის ქვეყნისა და მწარმოებელი დაწესებულების ბეჭდების, ოფიციალური მარკირებებისა და სანიტარიული მარკირების არსებობასა და სერტიფიკატთან ან დოკუმენტთან მათი შესაბამისობის შემოწმებას;
– ამასთან, შეფუთული და დაფასოებული პროდუქტებისათვის, ვეტერინარული კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური ეტიკეტების შემოწმებას;
(b) თითოეული ტვირთის ფიზიკურ შემოწმებას:
(i) იმის დასადგენად, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს გაერთიანების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და ვარგისია თანმხლებ სერტიფიკატში ან დოკუმენტში აღნიშნული მიზნით გამოყენებისათვის.
ეს შემოწმებები უნდა განხორციელდეს III დანართში განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად;
(ii) შემოწმებების განხორციელებამდე, მათი სიხშირის განსაზღვრის მიზნით, 1999 წლის 1 ივლისამდე 29-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის გამოყენებით:
– ლაბორატორიული ანალიზების ადგილზე ჩატარებას,– ოფიციალური ნიმუშების აღებას, რაც აუცილებელია ყველაზე ადრეული შესაძლო ანალიზისათვის.
5. ამ მუხლის გამოყენების დეტალური წესები მიიღება 29-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისა