– პროდუქტები განკუთვნილია წევრი სახელმწიფოებისათვის ან იმ ადგილისათვის, სადაც მიღებულ იქნა განსაკუთრებული მოთხოვნები გაერთიანების კანონმდებლობის ფარგლებში;

– აღებული იქნა ნიმუშები, მაგრამ სატრანსპორტო საშუალების მიერ სასაზღვრო გამშვები პუნქტის დატოვების მომენტისათვის შედეგები ცნობილი არ იყო;

– მოიცავს განსაკუთრებული მიზნებისათვის ნებადართულ იმპორტს გაერთიანების კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში,დანიშნულების ადგილის კომპეტენტურ ორგანოს დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება დირექტივაში 90/425/EEC მითითებული ANIMO-ს ქსელის საშუალებით.

2. პირველი პუნქტის 1-ელ და მე-3 ქვეაბზაცებში აღნიშნული პროდუქტების თითოეულმა ტვირთმა, რომელიც განკუთვნილია მეორე წევრი სახელმწიფოსთვის, უნდა გაიაროს მე-4(3),(4) მუხლით დადგენილი დოკუმენტური, იდენტურობისა და ფიზიკური შემოწმებები დანიშნულების ადგილის წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარე სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, სადაც პროდუქტები შეაქვთ, რათა დადგინდეს შეესაბამება თუ არა აღნიშნული პროდუქტი გაერთიანების წესებს, რომლებიც ამ წევრი სახელმწიფოსათვის ან დანიშნულების ადგილისათვისაა დადგენილი. ამასთანავე, თუ გარეული, ბეწვიანი ნანადირევის ხორცი იმპორტირებულია გაუტყავებლად, მან უნდა გაიაროს იდენტურობის ან ფიზიკური შემოწმება, ჯანმრთელობის შემოწმებისა და ნარჩენების კვლევასთან ერთად, რომელიც განსაზღვრულია ცოცხალ ცხოველებსა და ცხოველურ პროდუქტებში ნივთიერებებსა და მათ ნარჩენებზე მონიტორინგის ღონისძიებების შესახებ საბჭოს 1996 წლის 29 აპრილის დირექტივით 96/23/EC(13) და რომელიც უნდა განხორციელდეს „საზოგადოებრივი და ცხოველთა ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ“ საბჭოს 1992 წლის 16 ივნისის დირექტივის 92/45/EEC(14) საფუძველზე, რომელიც ეხება გარეული ცხოველების მოკვლასა და ნანადირევის ხორცის ბაზარზე განთავსებას. შემოწმებები უნდა განხორციელდეს დანიშნულების ადგილის დაწესებულებაში, სადაც ხორცის მიწოდება მოხდება საბაჟოს ზედამხედველობის ქვეშ ამ მუხლის მე-4 პუნქტის პირველი ქვეაბზაცისა და მე-5(1) მუხლში აღნიშნული სერტიფიკატის შესაბამისად.

შემოწმების შედეგები უნდა გადაეცეს იმ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე პასუხისმგებელ ვეტერინარულ ორგანოს, სადაც პროდუქტები იქნა შეტანილი. საჭიროების შემთხვევაში, შედეგებიდან გამომდინარე უნდა გატარდეს 24-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის პირველ და მე-3 ქვეაბზაცებში აღნიშნული პროდუქტები შედის წევრ სახელმწიფოში, რომელიც არ არის დანიშნულების ადგილის წევრი სახელმწიფო, ყველა ღონისძიება გატარდეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ აღნიშნულმა ტვირთმა მიაღწიოს დანიშნულების ადგილის წევრ სახელმწიფოს.

4. პროდუქტები, რომელთა მონიტორინგიც უნდა განხორციელდეს სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან გაერთიანების კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნულების ადგილის დაწესებულებაში მათი შეტანისას, უნდა გადაიგზავნოს შემდეგი პირობების დაცვით:

– სადავო ტვირთის გადაგზავნით სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან დანიშნულების ადგილის დაწესებულებაში კომპეტენტური ორგანოს ზედამხედველობით, ჰერმეტულად დაცული ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან კონტეინერით, რომელიც დალუქულია კომპეტენტური ორგანოს მიერ. პირველი პუნქტის მე-3 ქვეაბზაცში მითითებული პროდუქტები საბაჟოს მეთვალყურეობის ქვეშ რჩება საბოლოო დანიშნულების ადგილას მისვლამდე კომისიის 1993 წლის 2 ივლისის რეგულაციის No 2454/93 T5 პროცედურის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს გაერთიანების საბაჟო კოდექსის დამფუძნებელი საბჭოს რეგულაციის (EEC) No 2913/92(15) განხორციელების დებულებებს, აგრეთვე, მე-5(1) მუხლით დადგენილი სერტიფიკატის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს დანიშნულების ადგილსა და, საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტის მიზნობრივი გადამუშავების ტიპს;

– სასაზღვრო გამშვები პუნქტის სახელმწიფო ვეტერინარი ტვირთის დანიშნულების ადგილის დაწესებულებაზე პასუხისმგებელ ვეტერინარულ ორგანოს აცნობებს ტვირთის წარმოშობის ადგილისა და საბოლოო დანიშნულების ადგილის შესახებ ANIMO-ს ქსელის საშუალებით;

– დანიშნულების ადგილის დაწესებულებაში პროდუქტები დამუშავდება გაერთიანების შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად;

– დანიშნულების ადგილის სახელმწიფო ვეტერინარი, ან დირექტივის 92/118/EEC I დანართის მე-10 თავით დადგენილი შემთხვევებისას, შუალედურ საწყობზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ვეტერინარი, პროდუქტის დანიშნულების ადგილზე მისვლის შესახებ შეიტყობს დანიშნულების ადგილის დაწესებულების ან შუალედური საწყობის ხელმძღვანელობისგან და 15 დღის ვადაში ატყობინებს ამის შესახებ სასაზღვრო გამშვები პუნქტის სახელმწიფო ვეტერინარს, რომლისგანაც მიიღო ცნობა ტვირთის გაგზავნის შესახებ. იგი ახორციელებს რეგულარულ შემოწმებებს, კერძოდ, ამოწმებს შესული ტვირთის შესახებ ჩანაწერებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ პროდუქტი მივიდა საბოლოო დანიშნულების ადგილზე.

5. იმ შემთხვევაში, თუ მე-20 მუხლის დებულებების შეუზღუდავად ტვირთის მიმღები სასაზღვრო გამშვები პუნქტის შესაბამის განყოფილებას წარედგინება მტკიცებულება, რომ დეკლარირებული პროდუქტი, რომელიც განკუთვნილი იყო დამტკიცებული დაწესებულებისათვის, არ მისულა დანიშნულების ადგილამდე, კომპეტენტური ორგანო იღებს შესაბამის ზომებს ტვირთზე პასუხისმგებელი პირის მიმართ.

6. წევრი სახელმწიფოები გაერთიანების შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად კომისიას წარუდგენენ მე-4 პუნქტში მითითებული დამტკიცებული დაწესებულებების ნუსხას, რომლებიც შესაბამის პროდუქტებთან არიან დაკავშირებულნი.

იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს შეტყობინების მოთხოვნებს, წევრმა სახელმწიფომ შესაძლოა გააუქმოს მის მიერ დამტკიცებული დაწესებულება და დააწესოს საჭირო ჯარიმები რისკის ბუნებიდან გამომდინარე.

კომისია აქვეყნებს დამტკიცებული დაწესებულებების ნუსხას და უზრუნველყოფს მის განახლებასა და წევრი სახელმწიფოებისათვის მის მიწოდებას.

7. ამ მუხლის გამოყენების დეტალური წესები, რომლებიც შემუშავებულია საბაჟოს ხელმძღვანელობასთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღება 29-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისა