2. ამასთან:
(a) „პროდუქტები“ ნიშნავს ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, რომლებიც მოხსენიებულია დირექტივებში 89/662/EEC და 90/425/EEC, მათ შორის, ცხოველური წარმოშობის სუბპროდუქტებს, რომლებიც არ არის მოხსენიებული დამფუძნებელი ხელშეკრულების II დანართში; აგრეთვე, მე-19 მუხლში მოხსენიებულ მცენარეულ პროდუქტებს;
(b) „დოკუმენტური შემოწმება“ ნიშნავს ვეტერინარული სერტიფიკატ(ებ)ის, ან ვეტერინარული დოკუმენტ(ებ)ის, ან ტვირთის თანმხლები სხვა დოკუმენტ(ებ)ის შემოწმებას;
(c) „იდენტურობის შემოწმება“ ნიშნავს ვიზუალურ შემოწმებას იმის დასადასტურებლად, რომ ვეტერინარული სერტიფიკატ(ებ)ი, ვეტერინარული დოკუმენტ(ებ)ი, ან ვეტერინარული კანონმდებლობით დადგენილი სხვა დოკუმენტ(ებ)ი შესაბამისობაშია საკუთრივ პროდუქტთან;
(d) „ფიზიკური შემოწმება“ ნიშნავს საკუთრივ პროდუქტის შემოწმებას, რომელმაც შესაძლოა მოიცვას შეფუთვის, ტემპერატურის, აგრეთვე, ნიმუშის აღებისა და ლაბორატორიული ანალიზის შემოწმებაც;
(e) (ე) „ტვირთზე პასუხისმგებელი პირი“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც „გაერთიანების საბაჟო კოდექსის დადგენის შესახებ“ საბჭოს 1992 წლის 12 ოქტომბრის რეგულაციის (EEC) No 2913/92(7) დებულებების შესაბამისად ეკისრება აღნიშნული რეგულაციით გათვალისწინებული სხვადასხვა გარემოების მართვის პასუხისმგებლობა, რომელშიც შესაძლოა ტვირთი აღმოჩნდეს, და აგრეთვე გულისხმობს აღნიშნული რეგულაციის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ წარმომადგენელს, რომლის პასუხისმგებლობაც ამ დირექტივით გათვალისწინებული შემოწმებების განხორციელებაა;
(f) „ტვირთი“ ნიშნავს მსგავსი ტიპის პროდუქტების გარკვეულ რაოდენობას, რომელზეც გაცემულია ერთნაირი ვეტერინარული სერტიფიკატ(ებ)ი ან ვეტერინარული დოკუმენტ(ებ)ი, ან ვეტერინარული კანონმდებლობით დადგენილი სხვა დოკუმენტ(ებ)ი, და რომელიც გადაიზიდება ერთი სატრანსპორტო საშუალებით, მოდის იგივე მესამე ქვეყნიდან ან ამ ქვეყნის რომელიმე ნაწილიდან;
(g) „სასაზღვრო გამშვები პუნქტი“ ნიშნავს გამშვებ პუნქტს, რომელიც შეიქმნა და დამტკიცდა მე-6 მუხლის შესაბამისად, მესამე ქვეყნებიდან I დანართში ჩამოთვლილ ტერიტორიებზე შემოსული პროდუქტების ვეტერინარული შემოწმებისათვის;
(h) „იმპორტი“ ნიშნავს პროდუქტების თავისუფალ მიმოქცევას და პროდუქტების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების განზრახვას რეგულაციის (EEC) No 2913/92 79-ე მუხლით განსაზღვრული მნიშვნელობის შესაბამისად;
(i) „საბაჟო დამუშავება გამოყენებისათვის“ ნიშნავს რეგულაციის EEC No 2913/92 მე-4 მუხლის მე-15 ქვეპუნქტში ნაგულისხმევ საბაჟო დამუშავებას ან გამოყენებას;
(j) „იმპორტის პირობები“ ნიშნავს გაერთიანების კანონმდებლობით განსაზღვრულ ვეტერინარულ მოთხოვნებს საიმპორტოდ გამიზნული პროდუქტებისათვის;
(k) „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს იმ წევრი ქვეყნის ცენტრალურ ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს ვეტერინარული კონტროლი ან ნებისმიერ სხვა ორგანოს, რომელსაც მინიჭებული აქვს მსგავსი უფლებამოსილება.
შემოწმებების ორგანიზება და შედეგე