(a) ისინი წარმოშობილია მესამე ქვეყნებში ან მესამე ქვეყნების რეგიონებში, სადაც I დანართში ჩამოთვლილ გაერთიანების რომელიმე ტერიტორიაზე იმპორტისათვის განკუთვნილი პროდუქტების წარმოშობის შემოწმების საფუძველზე იძლევა დამაკმაყოფილებელ გარანტიებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით;
(b) გაერთიანების კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, ეს პროდუქტები მოდის იმ დაწესებულებებიდან, რომლებიც წარმოდგენილია გაერთიანების წესების შესაბამისად შედგენილ სიაში ან იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებები დამტკიცებულია საბჭოს 1995 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების 95/408/EC საფუძველზე, რომელიც ეხება „მესამე ქვეყნის დაწესებულებების პირობითი სიის შედგენის პირობებს გარდამავლ პერიოდში, საიდანაც წევრი სახელმწიფოები უფლებამოსილნი არიან განახორციელონ გარკვეული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, თევზის პროდუქტების ან ცოცხალი ორსარქველიანი მოლუსკების იმპორტი“(16) იმ დაწესებულებიდან, რომელთაც გავლილი აქვს გაერთიანების ან ადგილობრივ დონეზე ჩატარებული შემოწმება;
(c) იმპორტის სერტიფიკატები გაცემულია შესაბამისი პროდუქტებისათვის.
2. აღნიშნული მესამე ქვეყნების პროდუქტებისათვის კანონის ნაწილობრივი გაუქმების თაობაზე წინადადების წარდგენამდე, კომისია მუდმივმოქმედ ვეტერინარულ კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს ამ მესამე ქვეყნის შესახებ შემდეგის გათვალისწინებით:
(a) მესამე ქვეყნის მიერ შემოთავაზებული გარანტიები მთლიანად ან ნაწილობრივ მის ტერიტორიებისთვის გაერთიანების მოთხოვნების შესაბამისად, ყველა დარჩენილი შემოწმების ჩათვლით;
(b) შესაბამის მესამე ქვეყანაში ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობა;
(c) ქვეყანაში ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია;
(d) დაავადების მონიტორინგისა და მის წინააღმდეგ საბრძოლველად მესამე ქვეყნის მიერ გამოყენებული ღონისძიებების ტიპი;
(e) ვეტერინარული და სხვა კომპეტენტური სამსახურების სტრუქტურები, გამოცდილება, დამოუკიდებლობა და კვალიფიკაცია;
(f) წარმოების ჰიგიენის შესაბამისობა გაერთიანების სამართლით დადგენილ მინიმალურ სტანდარტებთან;
(g) პროდუქტის ან პროდუქტების ტიპი და მისგან/მათგან მომდინარე პოტენციური რისკი ჯანმრთელობისათვის;
(h) ზოგიერთი ნივთიერების ავტორიზაციის წესები და საბჭოს 1996 წლის 29 აპრილის დირექტივის 96/22/EC მოთხოვნებთან შესაბამისობა, რომელიც ეხება ჰორმონალური ან თირეოსტატიკური მოქმედების გარკვეული ნივთიერებებისა და ალფა აგონისტების მესაქონლეობაში გამოყენების აკრძალვას(17), ასევე დირექტივის 96/23/EC მოთხოვნებთან შესაბამისობა;
(i) გაერთიანების მიერ ჩატარებული შემოწმებების ან ეროვნული ინსპექციის ვიზიტების შედეგები;
(j) განხორციელებული იმპორტის შემოწმებების შედეგები;
(k) რისკის ანალიზი, რომელიც დაკავშირებულია საიმპორტო პროდუქტების ბუნებასთან, მათ წარდგენასთან ან გამოყენებული ტრანსპორტის სახეობასთან.
3. პირველი პუნქტის შეუზღუდავად შემოწმებების სიხშირე შესაძლებელია შემცირდეს ვეტერინარული შესატყვისობის შეთანხმების საფუძველზე, რომელიც ფორმდება ორმხრივად გაერთიანებასა და მესამე ქვეყანას შორის.
სიხშირე უნდა შემცირდეს 29-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.
4. ამ მუხლის გამოყენების დეტალური წესები მიიღება 29-ე მუხლით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისა