(a) წინასწარი უნდა იქნენ უფლებამოსილნი ოპერატორებად კომპეტენტური ორგანოს მიერ;

(b) უნდა იღებდნენ პროდუქტების მარაგებს, რომელთა გადამუშავებაც დაუშვებელია თუ ნედლეული არ აკმაყოფილებს გაერთიანების მოთხოვნებს;

(c) უნდა ფლობდნენ დახურულ სათავსოებს, სადაც შესვლასა და გასვლას მუდმივად აკონტროლებს პასუხისმგებელი პირი. როდესაც საწყობი მდებარეობს თავისუფალ ზონაში, მასზე ვრცელდება მე-12(4)(b) მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით გათვალისწინებული მოთხოვნები;

(d) კისრულობენ პასუხისმგებლობას, არ დაუშვან მე-12(4) მუხლით გათვალისწინებული პროდუქტების მოხმარება I დანართში აღნიშნულ რომელიმე ტერიტორიაზე;

(e) ვალდებულნი არიან შეძლებისდაგვარად მოკლე დროში შეატყობინონ კომპეტენტურ ორგანოს (c) ქვეპუნქტის თანახმად პროდუქტების საწყობში შესვლის შესახებ.

2. პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა ოპერატორებმა უნდა:

(a) განახორციელონ პირდაპირი მიწოდება საზღვაო ტრანსპორტის ბორტზე ან დანიშნულების პორტში მდებარე სპეციალურად დამტკიცებულ საწყობში, თუ მიღებულია ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ შესაბამისი პროდუქტები არავითარ შემთხვევაში არ დატოვებს პორტის ზონას და არ წავა სხვა მიმართულებით. წარმოშობის ადგილის საწყობიდან დანიშნულების ადგილის პორტამდე პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს საბაჟოს ზედამხედველობის ქვეშ რეგულაციით (EEC) No 2913/92 დადგენილი T1 პროცედურის შესაბამისად და მე-6 პუნქტით დადგენილი პროცედურის შესაბამისად შედგენილი ვეტერინარული სერტიფიკატის თანხლებით;

(b) წინასწარ აცნობონ კომპეტენტურ ორგანოს წევრი სახელმწიფოს პორტის ზონის შესახებ, საიდანაც ხდება პროდუქტების მიღება და, აგრეთვე, წინასწარ უნდა აცნობონ დანიშნულების ადგილის წევრი სახელმწიფოს პორტის კომპეტენტურ ორგანოებს პროდუქტების გაგზავნის თარიღის შესახებ, მათი დანიშნულების ადგილის დეტალური მონაცემების ჩათვლით;

(c) წარადგინონ ოფიციალური მტკიცებულება, რომ პროდუქტებმა მიაღწიეს საბოლოო დანიშნულების ადგილს;

(d) აწარმოონ პროდუქტების შესვლისა და გაგზავნის აღრიცხვა სულ მცირე სამი წლის განმავლობაში. აღრიცხვა უნდა იძლეოდეს საწყობში დარჩენილი ტვირთების ნაწილების შემოწმების საშუალებას.

3. ოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ისინი არ ამარაგებენ საზღვაო ხომალდებს გაერთიანების მოთხოვნებთან შეუსაბამო პროდუქტებით, გარდა I დანართში ჩამოთვლილი ტერიტორიების სანაპირო ზონების მიღმა მყოფი მგზავრებისა და ეკიპაჟის მომარაგების შემთხვევებისა, როგორც ეს დადგენილია ეროვნული რეგულაციებით.

4. იმ წევრი სახელმწიფოს პორტის ზონის კომპეტენტური ორგანო, საიდანაც ხდება პროდუქტებით მომარაგება, დანიშნულების ადგილის წევრი სახელმწიფოს პორტის ზონის კომპეტენტურ ორგანოს ინფორმაციას აწვდის არა უგვიანეს პროდუქტების გაგზავნის დროისა და ატყობინებს პროდუქტების დანიშნულების ადგილის შესახებ ANIMO-ს ქსელის საშუალებით.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპეტენტური ორგანო უკან გამოითხოვს 1(a)-ელ ქვეპუნქტში მითითებულ ავტორიზაციას. ამგვარი გამოთხოვის შესახებ იგი აცნობებს კომისიას და სხვა წევრ სახელმწიფოებს.

6. ამ მუხლის გამოყენების დეტალური წესები, კერძოდ, პროდუქტების გაგზავნის, ტრანსპორტირებისა და მიწოდებისას განსახორციელებელი შემოწმების პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს პროდუქტების პირდაპირ მიწოდებას საზღვაო ტრანსპორტის ბორტზე, ასევე, მტკიცებულებას, რომ ამგვარმა პროდუქტებმა მიაღწიეს კანონიერი დანიშნულების ადგილს, მიიღება 29-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისა