თუ პროდუქტების საბოლოო დანიშნულება გარკვევით არ არის მითითებული, პროდუქტი მიიჩნევა I დანართში აღნიშნულ რომელიმე ტერიტორიაზე თავისუფალ მიმოქცევაში გასაშვებ პროდუქტად.

2. ამგვარმა ტვირთებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უნდა გაიაროს დოკუმენტური, იდენტურობისა და ფიზიკური შემოწმებები, რათა დადგინდეს, რამდენად შეესაბამება პროდუქტი იმპორტირების აღნიშნულ პირობებს.

ფიზიკური შემოწმება აუცილებელი არ არის თუ დოკუმენტური შემოწმების შედეგად ვლინდება, რომ პროდუქტი არ აკმაყოფილებს გაერთიანების მოთხოვნებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ეჭვი, რომ ცხოველების ან ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

ამგვარ ტვირთებს თან უნდა ახლდეს მე-7(1) მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები. საჭიროების შემთხვევაში მათ თან უნდა დაერთოს ამგვარი დოკუმენტების დამოწმებული თარგმანები.

3. თუ მე-2 პუნქტში აღნიშნული შემოწმებების შედეგად გამოვლინდება, რომ გაერთიანების მოთხოვნები დაკმაყოფილებულია, სასაზღვრო გამშვები პუნქტის სახელმწიფო ვეტერინარი გასცემს მე-5(1) მუხლით გათვალისწინებულ სერტიფიკატს საბაჟოს დოკუმენტებთან ერთად. სასაზღვრო გამშვები პუნქტის კომპეტენტურმა ვეტერინარმა და საბაჟოს ხელმძღვანელობამ უნდა მოახდინონ ტვირთის თავისუფალი ზონის საწყობში, თავისუფალ საწყობში ან საბაჟოს საწყობში შესვლის ავტორიზაცია. ვეტერინარული თვალსაზრისით, ამგვარი პროდუქტები ცხადდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისათვის შესაფერისად.

4. თუ მე-2 პუნქტში აღნიშნული შემოწმებების შედეგად გამოვლინდება, რომ გაერთიანების მოთხოვნები დაკმაყოფილებულია, სასაზღვრო გამშვები პუნქტის სახელმწიფო ვეტერინარი გასცემს მე-5(1) მუხლით გათვალისწინებულ სერტიფიკატს საბაჟოს ოფიციალურ დოკუმენტებთან ერთად. ასეთ შემთხვევებში სასაზღვრო გამშვები პუნქტის კომპეტენტურმა ვეტერინარმა და საბაჟოს ხელმძღვანელობამ უნდა მოახდინონ ტვირთის თავისუფალი ზონის საწყობში, თავისუფალ საწყობში ან საბაჟოს საწყობში შესვლის ავტორიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მე-16 მუხლის შეუზღუდავად დაკმაყოფილებულია შემდეგი პირობები:

(a) პროდუქტი არ მოდის მესამე ქვეყნიდან და მასზე არ ვრცელდება მე-11(1)(a) მუხლის პირველი წინადადებით გათვალისწინებული აკრძალვა;

(b) პროდუქტების დასაწყობებისათვის თავისუფალ ზონებში მდებარე საწყობებსა და თავისუფალ საწყობებს ან საბაჟოს საწყობებს ამტკიცებს კომპეტენტური ორგანო. მათ დასამტკიცებლად საჭიროა შემდეგი პირობების დაკმაყოფილება:

– ისინი უნდა იყოს დახურულ სივრცეში და ჰქონდეს საწყობის ხელმძღვანელობის მიერ მუდმივად კონტროლირებული შესასვლელი და გასასვლელი. თუ საწყობი მდებარეობს თავისუფალ ზონაში, მთელი ზონა უნდა იყოს დაკეტილი და მუდმივად კონტროლდებოდეს საბაჟოს მიერ;

– ისინი უნდა აკმაყოფილებდეს დამტკიცებისათვის არსებულ პირობებს, რომლებიც განსაზღვრულია გაერთიანების კანონმდებლობით შესაბამისი პროდუქტ(ებ)ის დასაწყობებისათვის განკუთვნილი საწყობებისათვის, ან იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანებას არ აქვს ამგვარი კანონმდებლობა, უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნული კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებს;

– ისინი უნდა უზრუნველყოფდეს საწყობში შემავალი ან გამავალი ყველა ტვირთის დღიურ აღრიცხვას, თითოეულ ტვირთში შემავალი პროდუქტების ტიპსა და რაოდენობას და მისი მიმღების დასახელებასა და მისამართს. ამგვარი ჩანაწერები უნდა ინახებოდეს, სულ მცირე, სამი წლის განმავლობაში;

– მათ უნდა ჰქონდეთ სათავსოები ან/და სამაცივრეები, სადაც შესაძლებელი იქნება იმ პროდუქტების ცალკე დასაწყობება, რომლებიც არ შეესაბამება ვეტერინარულ კანონმდებლობას. ამასთან, საწყობის არსებობის შემთხვევაში, კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა ავტორიზაცია მიანიჭოს ამგვარი პროდუქტების ცალკე დასაწყობებას იმავე შენობაში, თუ პროდუქტები არ აკმაყოფილებს გაერთიანების სტანდარტებს და დასაწყობებულია ჩაკეტილ სათავსოში;

– მათ უნდა ჰქონდეს სათადარიგო შენობები ვეტერინარული შემოწმების განმახორციელებელი პერსონალისათვის.

თუ მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემოწმებებით გამოვლინდა, რომ ტვირთზე პასუხისმგებელი პირის მიერ შედგენილი დეკლარაცია ყალბია პირველი პუნქტის თანახმად, იგი ვალდებულია, საქონელი განკარგოს მე-17 მუხლის შესაბამისად.

5. კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა:

– უზრუნველყონ, რომ დაცული იყოს საწყობების დამტკიცების პირობები;

– უზრუნველყონ, რომ ის პროდუქტები, რომლებიც არ აკმაყოფილებს გაერთიანების ვეტერინარულ მოთხოვნებს, არ იყოს დასაწყობებული იმავე ოთახში ან სათავსოში, სადაც ინახება ვეტერინარული მოთხოვნების შესაბამისი პროდუქტები;

– უზრუნველყონ ეფექტური შემოწმებები საწყობში შესვლისა და საწყობიდან გასვლისას და დასაშვები საათების განმავლობაში, რათა უზრუნველყონ ვეტერინარული ორგანოს ზედამხედველობა; კერძოდ, მათ უნდა უზრუნველყონ, რომ პროდუქტებმა, რომლებიც არ შეესაბამება გაერთიანების მოთხოვნებს, ვერ დატოვონ მათი დასაწყობების ადგილები კომპეტენტური ორგანოს თანხმობის გარეშე;

– განახორციელონ ყველა საჭირო შემოწმება, რათა თავიდან იქნეს აცილებული საწყობში დასაწყობებული პროდუქტების რაიმენაირად გადაკეთება, ან მათი ჩანაცვლება, ან მათი შეფუთვის შეცვლა, რეალიზაციისათვის გამზადება ან გადამუშავება.

6. გაერთიანების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან პროდუქტების შეუსაბამობის შემთხვევაში, ცხოველებისა და ადამიანების ჯანმრთელობის მიმართ არსებული რისკის საფუძველზე, წევრმა სახელმწიფომ შესაძლოა უარი თქვას საბაჟოს საწყობში, თავისუფალ საწყობში ან თავისუფალ ზონაში პროდუქტების დასაწყობებაზე.

7. საბაჟოს ლუქის გარეშე დაუშვებელია ტვირთების შეტანა თავისუფალ ზონაში, თავისუფალ საწყობში ან საბაჟოს საწყობში.

8. მე-4 პუნქტში აღნიშნულ ტვირთებს თავისუფალი ზონის, თავისუფალი საწყობის ან საბაჟოს საწყობის დატოვება შეუძლია მხოლოდ მესამე ქვეყანაში ან სხვა საწყობში გაგზავნის მიზნით მე-13 მუხლის შესაბამისად, ან განადგურების მიზნით, თუ:

– მესამე ქვეყანაში გაგზავნა ხდება მე-11(1)(c) მუხლითა და მე-11(1)(a),(c),(d) და (e) მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

– მე-13 მუხლით გათვალისწინებულ საწყობში ტვირთის გადატანა ხორციელდება საბაჟოს საკონტროლო ფორმის T1 შევსებით, რომელშიც მითითებულია ამ მუხლით გათვალისწინებულ თანდართულ სერტიფიკატში მოხსენიებული საწყობის დასახელება და ადგილმდებარეობა;

– განადგურების ადგილზე პროდუქტების ტრანსპორტირება ხდება მათი დენატურაციის შემდეგ.

აღნიშნული ტვირთები ისეთ პირობებში გადაიგზავნება, რომ ტრანსპორტირებისას არ მოხდეს საქონლის გადმოცლა, ხოლო ტრანსპორტირება მოხდეს ჰერმეტულად დაცული სატრანსპორტო საშუალებებით ან კომპეტენტური ორგანოს მიერ დალუქული კონტეინერებით კომპეტენტური ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ.

ამგვარი ტვირთების გადაგზავნა არ შეიძლება ამ მუხლში მითითებულ საწყობებს შორის.

9. ამ მუხლით გათვალისწინებული ყველა ხარჯი ეკისრება ტვირთზე პასუხისმგებელ პირს ან მის წარმომადგენელს წევრი სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გარეშე დირექტივის 85/73/EEC პირველი მუხლიდან გამომდინარე პრინციპების თანახმად.

10. წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას უნდა წარუდგინონ:

(a) მე-4 პუნქტში მოხსენიებული თავისუფალი ზონების, თავისუფალი საწყობების და საბაჟოს საწყობების ჩამონათვალი;

(b) მე-13 მუხლში მოხსენიებული ოპერატორებისა ჩამონათვალი.

კომისიამ უნდა უზრუნველყოს (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჩამონათვალის გამოქვეყნება ევროპის გაერთიანებების ოფიციალურ ბიულეტენში და გაუგზავნოს (b) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატორების ჩამონათვალი სხვა წევრ სახელმწიფოებს.

11. 1-ლი-მე-10 პუნქტებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რამდენადაც ეს პირობები ეხება საწყობს, კომპეტენტურმა ორგანომ უნდა შეაჩეროს ან უკან გამოითხოვოს თავის მიერ განხორციელებული დამტკიცება, რომელიც გათვალისწინებულია მე-4(b) პუნქტით. ამგვარი გამოთხოვის შესახებ იგი აცნობებს კომისიას და სხვა წევრ სახელმწიფოებს.

განზრახული თუ სერიოზული გულგრილობის შედეგად გამოწვეული დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში ტვირთზე პასუხისმგებელ პირს ეკისრება წევრი სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმები საწყობის დატოვების შემდეგ ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.

12. ამ მუხლის გამოყენების დეტალური წესები, კერძოდ, წესები რომლებიც დაკავშირებულია ამგვარ ზონებში ან საწყობებში ტვირთების შესვლისას ან მათგან გასვლისას განსახორციელებელ კონტროლის პროცედურებთან, ამგვარ ზონებს ან საწყობებს შორის ტვირთების ტრანსპორტირებასთან, პროდუქტების დასაწყობების ფორმასა და მათ გადამუშავებასთან, მიიღება 29-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შესაბამისა