(a) ასეთი ტვირთები მოდის მესამე ქვეყნიდან, რომლის პროდუქტების შეტანაც არ არის აკრძალული I დანართში ჩამოთვლილ ტერიტორიებზე და განკუთვნილია სხვა მესამე წევრი სახელმწიფოსთვის. კომპეტენტურმა ორგანომ შესაძლოა უარი თქვას ამ მოთხოვნაზე ტვირთების ტრანზიტული გადატანისას, რომელიც ხორციელდება მე-9(1)(a) მუხლის შესაბამისად ერთი საჰაერო ხომალდიდან მეორეში, ან ერთი საზღვაო ხომალდიდან მეორეში ერთი და იმავე პორტის ან აეროპორტის საბაჟოს ტერიტორიაზე, რათა ტვირთის ტრანზიტული გადატანა მოხდეს I დანართში ჩამოთვლილ ტერიტორიებზე შემდგომი გაჩერების გარეშე ზოგადი კრიტერიუმების დაცვით, რომლებიც უნდა განისაზღვროს მე-4 პუნქტის შესაბამისად;
(b) ამგვარი ტრანზიტის სანქცირება წინასწარ ხდება იმ წევრი სახელმწიფოს სასაზღვრო გამშვები პუნქტის სახელმწიფო ვეტერინარის მიერ, სადაც ტვირთი პირველად შედის I დანართში ჩამოთვლილ რომელიმე ტერიტორიაზე;
(c) ტვირზე პასუხისმგებელი პირი ტვირთის შეტანაზე უარის თქმის შემთხვევაში წინასწარ კისრულობს ტვირთზე საკუთრების უფლების აღდგენისა და მისი განკარგვის ვალდებულებას მე-17 მუხლის შესაბამისად.
2. პირველ აბზაცში აღნიშნული უფლებამოსილება მიენიჭება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
(a) სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ტრანზიტისათვის წარმოდგენილ ტვირთს თან უნდა ახლდეს მე-7(1) მუხლში მითითებული დოკუმენტები, საჭიროების შემთხვევაში, ამ დოკუმენტების დამოწმებულ თარგმანებთან ერთად;
(b) დატვირთული პროდუქტები წარდგენილ უნდა იქნეს აღნიშნულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, რათა ჩაუტარდეს დოკუმენტური და იდენტურობის შემოწმება.
შესაძლებელია დოკუმენტური და იდენტურობის შემოწმებების ჩატარებიდან გამონაკლისის დაშვება კომპეტენტური ვეტერინარული ორგანოს მიერ საზღვაო და საჰაერო გზით ტრანსპორტირების შემთხვევაში, როდესაც ტვირთი:
– არ არის გადმოტვირთული. ასეთ შემთხვევაში, მე-20 მუხლის შეუზღუდავად, დოკუმენტური შემოწმება შემოიფარგლება ბორტზე წარმოდგენილი დეკლარაციით;
– გადატვირთულია ერთი საჰაერო ხომალდიდან მეორე საჰაერო ხომალდში ან ერთი საზღვაო ხომალდიდან – მეორეში იმავე პორტის ან აეროპორტის საბაჟო ტერიტორიაზე მე-9(1)(a) მუხლის შესაბამისად.
გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც შესაძლოა ადამიანების ან ცხოველების ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდეს, ან დარღვევებზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს დამატებითი ფიზიკური შემოწმება.
(c) საავტომობილო, სარკინიგზო ან საზღვაო გზით ტრანსპორტირებისას I დანართში ჩამოთვლილ ტერიტორიებზე, ტვირთი:
– რეგულაციით (EEC) No 2913/92 განსაზღვრული T1 პროცედურის თანახმად უნდა გაიგზავნოს და დარჩეს საბაჟოს ზედამხედველობის ქვეშ გაერთიანებიდან გასვლის პუნქტამდე მე-2(a) მუხლში აღნიშნული დოკუმენტისა და მე-5(1) მუხლში აღნიშნული სერტიფიკატის თანხლებით, რომელშიც მითითებულია სასაზღვრო გამშვები პუნქტი, საიდანაც ტვირთი ტოვებს გაერთიანების საზღვრებს;
– შემშვები სასაზღვრო პუნქტის დატოვების შემდეგ ტრანსპორტირებული უნდა იქნეს პროდუქტების გადმოტვირთვის ან დანაწევრების გარეშე ოფიციალური ორგანოს მიერ დალუქული სატრანსპორტო საშუალებებითა თუ კონტეინერებით. დაუშვებელია ტრანსპორტირებისას ტვირთის გადამუშავება;
– უნდა ტოვებდეს გაერთიანების ტერიტორიას სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით შემშვები სასაზღვრო პუნქტის დატოვების შემდეგ, არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მე-4 პუნქტში მითითებული პროცედურა ითვალისწინებს ზოგად გამონაკლისს გეოგრაფიული სიშორით გამოწვეული სათანადოდ დასაბუთებული შემთხვევებისთვის.
(d) სახელმწიფო ვეტერინარი, რომელიც ახდენს ტრანსპორტირების ავტორიზაციას, ტვირთის სასაზღვრო გამშვები პუნქტის სახელმწიფო ვეტერინარს აწვდის ინფორმაციას ANIMO-ს ქსელის საშუალებით;
(e) ტვირთის სასაზღვრო გამშვები პუნქტის სახელმწიფო ვეტერინარმა მე-5(1) მუხლით გათვალისწინებულ სერტიფიკატში უნდა მიუთითოს, რომ აღნიშნულმა ტვირთებმა დატოვა გაერთიანების ტერიტორია და დოკუმენტის ასლი უნდა გააგზავნოს ტვირთის შემშვებ სასაზღვრო პუნქტში ფაქსის ან სხვა საშუალებით.
იმ შემთხვევაში, თუ შემშვები სასაზღვრო პუნქტის სახელმწიფო ვეტერინარს არ ეცნობება პროდუქტების მიერ გაერთიანების დატოვების შესახებ მე-2(c) მუხლის თანახმად, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს საბაჟოს კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, აწარმოებს გამოძიებას პროდუქტების რეალური დანიშნულების ადგილის დასადგენად.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ყველა ხარჯი ეკისრება ტვირთზე პასუხისმგებელ პირს ან მის წარმომადგენელს წევრი სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გარეშე დირექტივის 85/73/EEC პირველი მუხლიდან გამომდინარე პრინციპების თანახმად.
4. ამ მუხლის გამოყენების დეტალური წესები, განსაკუთრებით, ტვირთის შემშვებ და გამშვებ სასაზღვრო პუნქტებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესები, მიღებული უნდა იქნეს 29-ე მუხლით დადგენილი პროცედურის თანახმა