2. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს ფიტოსანიტარიულ ან/და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება.

3. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში სარეალიზაციოდ განკუთვნილი უცხოური საქონელი საბაჟო გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილდება აღრიცხვის მოწმობით ან TIR წიგნაკით.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო კონტროლის ზონის დატოვების გარეშე გადაადგილდება იმავე საბაჟო გამშვებ პუნქტში განთავსებული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის დანიშნულებით, ერთდროულად ხორციელდება აღრიცხვის მოწმობის გაცემა და კონტროლიდან მოხსნა.

5. საქონლის ერთი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტიდან მეორე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში ან საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ ადგილას გადატანა ხორციელდება აღრიცხვის მოწმობით, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში არსებული საქართველოს საქონლის (აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის გარდა) უკან დაბრუნება – სასაქონლო ზედნადებით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.

6. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის სავაჭრო დარბაზ(ებ)ში დამონტაჟებული გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით ფიქსირდება თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მოთავსებული საქონლის კონკრეტულ ფიზიკურ პირ(ებ)ზე რეალიზაციის პროცესი, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობ(ებ)ის შესასვლელსა და გასასვლელში დამონტაჟებული გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით – საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში შეტანა/გამოტანა და შესაძლებლობის შემთხვევაში იმ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი), რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი.

7. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ნებართვის მფლობელი ვალდებულია, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად განხორციელებული ვიდეოჩანაწერები შეინახოს არანაკლებ 6 თვის განმავლობაში და, მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს საბაჟო ორგანოს. მონაცემების (ინფორმაციის) ამოღება შესაძლებელი უნდა იყოს DVD, HDD, USB ან Ethernet ინტერფეისით avi, vcv ან mp4 ფორმატის ფაილებში. ვიდეოჩანაწერები უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს კონკრეტული თარიღის ან/და კონკრეტული საათის შესაბამისი ვიდეოჩანაწერის ნახვა. ვიდეოჩაწერის შეწყვეტის (ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო) შემთხვევაში, ნებართვის მფლობელმა საბაჟო ორგანოს უნდა გაუგზავნოს შესაბამისი შეტყობინება ვიდეოჩაწერის შეწყვეტის ფაქტის დადგომისთანავე ელექტრონულად ავტომატურ რეჟიმში, ხოლო აღნიშნულისა და მასთან ერთად, ვიდეოჩაწერის სავარაუდო აღდგენის ვადის შესახებ შეტყობინება – სხვა საშუალებით, ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა და იმოქმედოს საბაჟო ორგანოს მითითებისამებრ. ამასთან, შეტყობინება დამატებით უნდა შეიცავდეს: თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის დანიშნულების ადგილის კოდს, სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალების ნომერს, ვიდეოჩაწერის შეწყვეტის თარიღსა და დროს. ვიდეოჩაწერის აღდგენისას, შესაბამისი ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ნებართვის მფლობელმა აღნიშნულზე ასევე უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოს – თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის დანიშნულების ადგილის კოდის, სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალების ნომრის, ვიდეოჩაწერის აღდგენის თარიღისა და დროის მითითებით.

8. ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „ზ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტში ნებისმიერი მასალისაგან ხელით შესრულებული ტილოს, სურათის, ნახატის (ნახაზისა და ხელით შემკული სამრეწველო ნაწარმის გარდა) ან გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის, ასევე ნებისმიერი მასალისაგან შესრულებული ქანდაკების ორიგინალური ნაწარმოების შეტანისას, ნებართვის მფლობელის მიერ წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვ