ა) შემოსავლების სამსახურის სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის აღმართვის შემდეგ ამ შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის განსახორციელებლად (წინარე ხელშეკრულება);
ბ) შემოსავლების სამსახურის სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის აღმართვის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის განსახორციელებლად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ამავე პუნქტში აღნიშნულ პირზე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაცემის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელი ვალდებულია, ნებართვით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე ნებართვის გამცემს წარუდგინოს დოკუმენტური ინფორმაცია ამ ინსტრუქციის IV თავით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების თაობაზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ნებართვის მფლობელს თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის განხორციელების უფლება ეძლევა ამ ინსტრუქციის IV თავით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების ნებართვის გამცემის მიერ დადასტურების შემდე