2. ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტი და ფორმდება შესაბამისი ბრძანებით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს სანებართვო მოწმობა და დანართი. გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული ასლი გადაეცემა ნებართვის მფლობელს, ხოლო საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე განთავსებული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის შემთხვევაში − აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.

3. ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების დანართი არის:

ა) საბაჟო საწყობის შემთხვევაში – ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები;

ბ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის შემთხვევაში – ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.

4. სანებართვო მოწმობა გაიცემა ელექტრონული ფორმით.

5. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისა