2. ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის“ მე-8 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი, მე-10 მუხლის მე-7 პუნქტი და მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში.
პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
ინსტრუქცია
საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ
ზოგადი დებულებები
1. ეს ინსტრუქცია შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და განსაზღვრავს საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებს, ნებართვების ფორმებსა და სანებართვო პირობებს.
2. ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული საქმიანობის ნებართვებს გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური