2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების რეალიზაციის მიზნით, ნებართვის მფლობელი ვალდებულია, შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს:
ა) ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობითი განცხადება, კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შედგენილი, ქაღალდზე ამობეჭდილი ან/და ელექტრონული დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი), შესაბამისი განმარტებებით (დამოწმებული ნახაზის შემდგენლის ხელმოწერითა და, არსებობის შემთხვევაში, ასევე ორგანიზაციის ბეჭდით) და ტექნოლოგიური სქემა, რომელშიც აისახება ნებართვით განსაზღვრული და ნებართვაში ცვლილებით დაგეგმილი საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ტერიტორიის საზღვრები, ასაშენებელი შენობა-ნაგებობის პროექტი, დასანგრევი შენობა-ნაგებობა;
ბ) ნებართვით განსაზღვრული ფართობის გაზრდისას − ნებართვაში მოსაქცევი მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან სარგებლობის ექსკლუზიური უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულება (საბაჟო საწყობის შემთხვევაში − ნებართვის მაძიებლის მიერ განცხადების შეტანიდან არანაკლებ 12 თვის ვადით, ხოლო თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის შემთხვევაში − არანაკლებ ნებართვის მოქმედების ვადით დადებული იჯარა, უზუფრუქტი და სხვ.) და ხელშეკრულების მხარის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3. შემოსავლების სამსახური ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს მისი რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში და განხილვის ვადის ამოწურვიდან 2 სამუშაო დღეში იღებს გადაწყვეტილებას ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ ან განცხადებითა და თანდართული მასალებით მიწოდებული ინფორმაციის სანებართვო პირობებთან შეუსაბამობის ან არასაკმარისი ინფორმაციის თაობაზე და იმავე ვადაში წერილობით აცნობებს განმცხადებელს.
4. საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე არსებული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე შემოსავლების სამსახური აგრეთვე აცნობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.
5. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია, საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის შეცვლილი ტერიტორიის ფარგლებში საქმიანობა განახორციელოს ნებართვაში შესაბამისი ცვლილების თაობაზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების რეგისტრაციის მომდევნო კალენდარული დღიდან.
6. საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია ნებართვის მფლობელი საწარმოს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან, ნებართვის მფლობელი ვალდებულია, ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის ვადაში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს გარანტია, რომელშიც „პრინციპალის“ ან „დამზღვევის სრული დასახელება და იურიდიული მისამართი“ გრაფაში მიეთითება, ნებართვის მფლობელი საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სრული საფირმო სახელწოდება.
საბაჟო საწყო