ა) პირადობის დამადასტურებელი ქვემოთ მითითებული დოკუმენტი, რომელშიც დასმულია თარიღის შტამპი აღნიშვნით – „გასვლა“:

ა.ა) საქართველოს მოქალაქის პასპორტი; ან

ა.ბ) მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტი; ან

ა.გ) ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი; ან

ა.დ) ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტი; ან

ა.ე) უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი; ან

ა.ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა სამგზავრო დოკუმენტი;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების არარსებობისას – საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ვარგისია მგზავრობისათვის;

გ) აეროპორტში განთავსებულ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში საქონლის გაყიდვისას – დამატებით, საერთაშორისო რეისზე ჩასხდომის ბარათი ან საავიაციო პერსონალის მოწმობა (სერტიფიკატი) ან ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობა ან სხვა სამგზავრო დოკუმენტი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფიზიკურ პირებზე საქონლის რეალიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის გავლის ადგილის შემდეგ განთავსებული თავისუფალი ვაჭრობის  პუნქტის სავაჭრო დარბაზიდან.

3. გაყიდული საქონელი უნდა მოთავსდეს თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის მფლობელის შესაბამის შეფუთვაში, რომელსაც ქართულ და ინგლისურ ენებზე ექნება წარწერა „თავისუფალი ვაჭრობა“ და „DUTY FREE“.

4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გამსვლელი ფიზიკური პირის მიერ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში ნაყიდი საქონელი, საბაჟო ტერიტორიიდან გაუტანლობის შემთხვევაში, დაიბეგრება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის შესაბამისა