თავი V — სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი, პასუხისმგებლობა და ნებართვის გაუქმება
1. საბაჟო საწყობის საქმიანობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს შემოსავლების სამსახური, შესაბამისი საბაჟო ორგანოს მეშვეობით.
2. საბაჟო ორგანო სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს შერჩევითი შემოწმებით.
3. საბაჟო ორგანოს მიერ შერჩევითი შემოწმების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით, რომელიც წარედგინება ნებართვის მფლობელს.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 23.01.2026.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 19/09/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება