ა) საბაჟო საწყობში საქონლის არსებობის შემთხვევაში, საბაჟო ორგანო წერილობით (რომელიც იგზავნება დაზღვეული ფოსტით) ატყობინებს:
ა.ა) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაუქმების განზრახვის თაობაზე და საქონლის დამსაწყობებელთან სამართლებრივი ურთიერთობების დასრულებისთვის, აგრეთვე საქონლის უპატრონოდ ცნობისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისთვის განუსაზღვრავს ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 180 კალენდარულ დღეს;
ა.ბ) იდენტიფიცირებულ დამსაწყობებელს ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახვის თაობაზე და საქონლის სხვა საბაჟო საწყობში გადატანის ან შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენების ან რეექსპორტის განხორციელების ვალდებულების შესახებ;
ბ) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილი ვალდებულების შესრულება;
გ) საქონლის სხვა საბაჟო საწყობში გადატანისას, დამსაწყობებელს უფლება აქვს, საქონლის გადატანის ხარჯების ანაზღაურება მოსთხოვოს საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს.
2. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაუქმებისა და ამ ნებართვით განსაზღვრულ ტერიტორიაზე საბაჟო საწყობის საქმიანობის ახალი ნებართვის სხვა პირზე გაცემის, ან საბაჟო საწყობის ნებართვით განსაზღვრული ტერიტორიის ცვლილების და ამ ტერიტორიის ნაწილზე საბაჟო საწყობის საქმიანობის ახალი ნებართვის სხვა პირზე გაცემის მიზნით შესაბამისი მომართვისას გავრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები.
3. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში:
ა) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის მფლობელი ვალდებულია, საქონელი, რომელიც იმყოფება სავაჭრო დარბაზებსა და დამხმარე სათავსებში, ნებართვის გაუქმების შესახებ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადაიტანოს თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობში;
ბ) საბაჟო ორგანო წერილობით (რომელიც იგზავნება დაზღვეული ფოსტით) ატყობინებს თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის მფლობელს უცხოური საქონლის თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობიდან სხვა თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში ან საბაჟო საწყობში გადატანის ან შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენების ან რეექსპორტის განხორციელების ვალდებულების შესახებ და განუსაზღვრავს აღნიშნული ვალდებულების შესრულების ვადას (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს).
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ საბაჟო ორგანო ამოწმებს ამავე ქვეპუნქტების შესაბამისად დადგენილი ვალდებულებების შესრულებას, რომლის შესაბამისადაც მიიღება ნებართვის გაუქმების გადაწყვეტილება.
5. ამ მუხლის პირველი ან მე-3 პუნქტებით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საბაჟო ორგანო ახორციელებს საქონლის განკარგვა