1. მთავრობაში მოქალაქეთა წერილობით მომართვებზე (განცხადება, საჩივარი) მუშაობასა და საჯარო ინფორმაციის გაცემას უზრუნველყოფს მთავრობის აპარატი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

2. მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვის ვადა განისაზღვრება ერთი თვით.

3. მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების მიღებას, რეგისტრაციასა და ქვემდებარეობისამებრ დაგზავნას უზრუნველყოფს მთავრობის აპარატის შესაბამისი ქვედანაყოფი.

4. მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებებში დასმული საკითხების გადასაწყვეტად მთავრობის თავმჯდომარის აქტით შეიძლება შეიქმნას საკითხის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფ