1. მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის სასამართლო ორგანოებში წარმომადგენლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მთავრობის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
2. საერთო სასამართლოებში განსახილველ ცალკეულ საქმეზე მთავრობის ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მთავრობის აპარატის უფროსი მთავრობის თავმჯდომარესთან შეთანხმებით უფლებამოსოლია გააფორმოს ხელშეკრულება სათანადო იურიდიული კვალიფიკაციის პირებთან.
3. საერთო სასამართლოებში მთავრობის წარმომადგენლის უფლებამოსილებისა და ანაზღაურების საკითხი განისაზღვრება ხელშეკრულებ