1. მთავრობის ან მთავრობის თავმჯდომარის სახელზე წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მთავრობის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
2. მთავრობის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია თითოეულ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩაატაროს ზეპირი მოსმენა, გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ნორმები.
3. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დასრულების შემდეგ მიიღება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4. მთავრობის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ამზადებს მთავრობის ან მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის პროექტს და ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმს, რომელიც თან ერთვის პროექტს.
მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის სათათბირო ორგანოე