1. კანონპროექტის მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარდგენის უფლებამოსილება აქვს მთავრობის წევრს.
2. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტი განიხილება და თანხმდება ამ თავით დადგენილი წესით, შენიშვნების გარეშე ან შენიშვნებით.
3. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნები, წინადადებები, გაცემული დავალებების შინაარსი და მათი შესრულების ვადა აისახება მთავრობის სხდომის ოქმში. მთავრობის სხდომის ოქმში ასევე აისახება კანონპროექტის უმაღლეს საბჭოში წარდგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
4. მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნების შემთხვევაში, ინიციატორ უწყებას ევალება, მთავრობის სხდომის ოქმში მითითებულ ვადაში კორექტირებული კანონპროექტი წარმოადგინოს მთავრობის აპარატში.
5. მთავრობის თავმჯდომარე მთავრობის სხდომაზე მიღებულ მთავრობის განკარგულების პროექტს – უმაღლეს საბჭოში მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარსადგენ კანონპროექტზე მომხსენებლის დანიშვნის შესახებ ხელს აწერს, ხოლო მთავრობის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული დადგენილი წესით რეკვიზიტებს ანიჭებს იმავე ან მეორე დღეს.
6. მთავრობის სხდომაზე შენიშვნების გარეშე შეთანხმებული კანონპროექტი შეთანხმებიდან, ხოლო მთავრობის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ინიციატორი უწყების მიერ კორექტირებული კანონპროექტი მთავრობის აპარატში წარმოდგენიდან 2 დღეში ეგზავნება უმაღლეს საბჭოს.
7. უმაღლეს საბჭოს კანონპროექტი თანდართულ მასალებთან ერთად ეგზავნება მთავრობის წარდგინებით.
8. მთავრობის წარდგინებაში, საჭიროების შემთხვევაში, მიეთითება უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კანონპროექტის დაჩქარებული, გამარტივებული წესით, თუ რიგგარეშე განხილვის შესახებ მთავრობის შუამდგომლობა.
მთავრობის მიერ უმაღლესი საბჭოდან წარმოდგენილი კანონპროექტის შეთანხმების წე