1. უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით კანონპროექტი შესათანხმებლად ეგზავნება მთავრობას.
2. უმაღლესი საბჭოდან შესათანხმებლად წარმოდგენილ კანონპროექტზე მთავრობის დასკვნის მომზადებას და უმაღლეს საბჭოში წარდგენას უზრუნველყოფს მთავრობის აპარატი.
3. უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესით მთავრობის აპარატში მატერიალური ფორმით წარმოდგენილ კანონპროექტს არაუგვიანეს მე-2 დღისა მთავრობის აპარატი თანდართულ მასალებთან ერთად შესათანხმებლად უგზავნის მთავრობის წევრებს.
4. მთავრობის წევრები ვალდებული არიან, წერილობით წარმოადგინონ მთავრობის აპარატში, 2 დღის ვადაში, კანონპროექტის თაობაზე საკუთარი უწყების დასაბუთებული პოზიცია.
5. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი ჩაითვლება მასთან შეთანხმებულა