1. მთავრობის სხდომას ესწრებიან:
ა) დაწესებულებების ხელმძღვანელები, მათ შორის აფხაზეთის მინისტრები ან მათი მოვალეობის შემსრულებლები;
ბ) მთავრობის აპარატის უფროსი და მთავრობის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები;
გ) მთავრობის წარმომადგენელი უმაღლეს საბჭოში.
2. ინიციატორი უწყების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, მთავრობის აპარატის უფროსთან შეთანხმებით, მთავრობის სხდომას შეიძლება დაესწრონ უწყების ის თანამდებობის პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ პროექტის/საკითხის მომზადებაში.
3. მთავრობის თავმჯდომარის ან მთავრობის თავმჯდომარესთან შეთანხმებით მთავრობის აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით, ან საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მთავრობის სხდომას ესწრებიან სხვა პირები