1. მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დავალებები ფორმდება შესაბამისი სამართლებრივი აქტის, ოქმის ან რეზოლუციის სახით, რომელთა შესრულება სავალდებულოა დაწესებულებებისა და თანამდებობის პირებისათვის. გაცემული დავალებების შესრულების კონტროლს ახორციელებს მთავრობის აპარატი შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით.
2. მთავრობის აპარატი უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და თანამდებობის პირებისათვის მთავრობის ან მთავრობის თავმჯდომარის მიერ გაცემული დავალებებისა და მითითებების დროულ მიწოდებას.
3. აღნიშნული დავალება შეიძლება მომდინარეობდეს:
ა) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარისაგან (შემსრულებელს ეგზავნება თათბირის ოქმი (ამონაწერი) ან რეზოლუცია);
ბ) მთავრობისაგან (შემსრულებელს ეგზავნება სხდომის ოქმი (ამონაწერი) ან მთავრობის სამართლებრივი აქტი).
4. დავალება შეიძლება იყოს მიმდინარე, სასწრაფო ან საკონტროლო.
5. თუ დავალების შესრულების ვადა არ არის მითითებული, იგი ექვემდებარება ერთ თვეში შესრულებას (მომდევნო თვის შესაბამის რიცხვამდე, და თუ მომდევნო თვეში არ არის ასეთი რიცხვი, მაშინ ამ თვის ბოლო დღემდე) დავალების (გადაწყვეტილების) ხელმოწერის თარიღიდან. თუ დავალების შესრულების ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე დღეს, იგი ექვემდებარება შესრულებას მის წინა სამუშაო დღეს. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც დავალების შერულება დადგენილ ვადაში შეუძლებელია ობიექტური მიზეზების გამო, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ხელმძღვანელები, მათ შორის აფხაზეთის მინისტრები წარუდგენენ მთავრობას მოტივირებულ წინადადებას ვადის გაგრძელების თაობაზე შესრულების დაგეგმილი თარიღის მითითებით. ასეთი წინადადებები წარედგინება არაუგვიანეს 10 (ათი) დღისა დავალების (გადაწყვეტილების) ხელმოწერის თარიღიდან. სასწრაფო და ოპერატიული დავალებების შესრულების ვადების გაგრძელება დაუშვებელია.
6. შესრულებული დავალების თაობაზე შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს მოხსენებითი ბარათი დავალების გამცემის ან აპარატის უფროსის სახელზე.
7. იმ შემთხვევაში, როდესაც დავალების შემსრულებლად მითითებულია ერთზე მეტი თანამდებობის პირი ან დაწესებულება, დავალებაში მითითებული პირველი პირი ითვლება დავალების მთავარ შემსრულებლად, დანარჩენი – თანაშემსრულებლად.
8. მთავარი შემსრულებელი პასუხისმგებელია დავალების შესრულების კოორდინაციისათვის. იგი ორგანიზებას უწევს დავალების შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელებას. აუცილებლობის შემთხვევაში ამ დავალების ოპერატიულად შესრულების მიზნით მთავარი შემსრულებელი უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფი. ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებისას სამუშაო ჯგუფში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის მონაწილეობა სავალდებულოა.
სამართლებრივი აქტის პროექტის ინიციირებისა და შეთანხმების წე