1. მთავრობის უფლებამოსილებანი აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში, მისი სტრუქტურა და შემადგენლობა, აგრეთვე საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
2. მთავრობა თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს სამთავრობო პროგრამით, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით ამტკიცებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო (შემდგომში - უმაღლესი საბჭო