1. მთავრობის მუშაობის, მთავრობის გადაწყვეტილებების მომზადებისა და მიღების, მათ შორის, მთავრობის სხდომის მომზადების, წარმართვის, მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი, აგრეთვე, მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პროცედურული და საორგანიზაციო საკითხები განისაზღვრება ამ რეგლამენტით.
2. რეგლამენტი მთავრობის თავმჯდომარის წარდგინებით, კანონის შესაბამისად, მტკიცდება მთავრობის დადგენილებით და მისი შესრულება სავალდებულოა.
3. მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა იმ პროცედურულ საკითხს, რომელიც მოწესრიგებული არ არის ამ რეგლამენტითა და სხვა ნორმატიული აქტებით წყვეტს მთავრობ