1. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობა ძირითადად ხორციელდება კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების მიხედვით.

2. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები დგება სამთავრობო პროგრამის საფუძველზე დაწესებულებების,  მათ შორის აფხაზეთის მინისტრის აპარატების მიერ წარმოდგენილი წინადადებების გათვალისწინებით და მოიცავს გარკვეული პერიოდისათვის მთავრობის მიერ განსახორციელებელი კანონშემოქმედებითი საქმიანობის ნუსხას.

3. მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა დგება წელიწადში ორჯერ, უმაღლესი საბჭოს თითო სასესიო პერიოდისათვი