1. მთავრობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, კანონების, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის, უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად იღებს დადგენილებებსა და განკარგულებებს, რომელთაც, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, ხელს აწერს მთავრობის თავმჯდომარე.

2. მთავრობის სამართლებრივი აქტი მიიღება, როგორც მისი მთავრობის სხდომაზე განხილვისა და მოწონების შემდეგ, ასევე გამონაკლის შემთხვევებში მთავრობის წევრთა გამოკითხვის წესით.

3. მთავრობის წევრთა გამოკითხვის წესით მთავრობის სამართლებრივი აქტის მიღება ხდება მთავრობის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. ამ შემთხვევაში დგება შეთანხმების ფურცელი, რომელზე ხელმოწერითაც მთავრობის წევრები ადასტურებენ თავიანთ პოზიციას (ეთანხმება, არ ეთანხმება) სამართლებრივი აქტის პროექტთნ დაკავშირებით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პროცედურის დასრულების შემდეგ, თუ მთავრობის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი დაეთანხმება სამართლებრივი აქტის პროექტს, მთავრობის აპარატი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით უზრუნველყოფს სამართლებრივი აქტის პროექტის ექსპერტიზასა და ხელმოსაწერად მომზადებას, რის შემდეგაც მთავრობის თავმჯდომარე ხელს აწერს მთავრობის მიერ გამოკითხვის წესით მიღებულ სამართლებრივ აქტს.

5. გამოკითხვის წესით მიღებული სამართლებრივი აქტის შესახებ სათანადო ჩანაწერი კეთდება მთავრობის უახლოესი სხდომის ოქმში;

6. მთავრობის სამართლებრივი აქტების მომზადების, მათი გამოქვეყნებისა და ძალაში შესვლის წესი დგინდება კანონმდებლობის შესაბამისად;

7. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება მთავრობის მიერ ფორმდება მთავრობის სამართლებრივი აქტის სახით. მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამის პროექტს საკითხის შესწავლის შემდეგ შეიმუშავებს ინიციატორი უწყება, რომელსაც მთავრობის წინაშე ეკისრება მის შედეგებზე პასუხისმგებლობ