1. ამ რეგლამენტის მე-9 მუხლით განსაზღვრული ინიციატორი უწყება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს სამართლებრივი აქტის პროექტს (შემდგომში-პროექტს).

2. პროექტს უნდა ერთოდეს:

ა) თანდართული ფორმის განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება წარდგენილი პროექტის არსი, ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ, მისი მიღების მიზეზი და მიზანი, საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი აქტის მოკლე ვადებში მიღების (გამოცემის) დასაბუთება, მოსალოდნელი შედეგი, იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რომლებსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება. განმარტებით ბარათში აღინიშნება აგრეთვე პროექტის ავტორი (ავტორები) და წარმდგენი;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი დასკვნა პროექტის შესახებ;

გ) შეთანხმებები დაინტერესებულ  უწყებებთან;

დ) პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია.

3.  იმ შემთხვევაში, თუ პროექტი იწვევს სხვა სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანას, მთავრობას განსახილველად აგრეთვე უნდა წარედგინოს შესაბამისი პროექტი ამ სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ ერთიანი პაკეტის სახით.

მუხლი11. პროექტის ინიციირების წესი და შეთანხმების პროცედურა

1. ინიციატორი უწყება „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით დადგენილი წესით შემუშავებულ სამართლებრივი აქტის პროექტს შესათანხმებლად უგზავნის მთავრობის წევრებს.

2. მთავრობის წევრები ვალდებულნი არიან პროექტის ინიციირებიდან 5 დღის განმავლობაში წერილობით აცნობონ ინიციატორ უწყებას თავისი პოზიცია: „ეთანხმება“ ან „არ ეთანხმება“.

3. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის წევრი დადგენილ ვადაში არ დააფიქსირებს პოზიციას, საკითხი არ ჩაითვლება მასთან შეთანხმებულად.

4.  პროექტი შეთანხმებულად ითვლება, ხოლო შეთანხმების პროცედურა – დასრულებულად, თუ დაფიქსირდა მთავრობის წევრთა შემადგენლობის უმრავლესობის დადებითი პოზიცია („ეთანხმება“), მათ შორის, სავალდებულოა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს  დადებითი პოზიციის დაფიქსირება.

5. მთავრობის წევრების მხრიდან შენიშვნების არსებობისას ინიციატორი უწყება ამ შენიშვნების გათვალისწინების შემთხვევაში, ვალდებულია მთავრობის აპარატში წარადგინოს პროექტის კორექტირებული ვერსი