1. მთავრობის სხდომა მიმდინარეობს მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით მთავრობის სხდომა იმართება საჯაროდ.
2. მთავრობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მთავრობის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია, შეცვალოს განსახილველი პროექტების თანმიმდევრობა. ინიციატორი უწყების დასაბუთებული თხოვნით მთავრობის თავმჯდომარეს შეუძლია მთავრობის სხდომაზე დაამატოს განსახილველი პროექტ(ებ)ი.
4. დღის წესრიგში შეტანილ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მომხსენებლის გამოსვლის ხანგრძლივობა კანონპროექტის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს, ხოლო სხვა სამართლებრივი აქტის პროექტის შემთხვევაში – 10 წუთს.
5. მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას დგება მთავრობის სხდომის ოქმი. ოქმში აისახება განსახილველი პროექტის მიმართ მთავრობის სხდომაზე გამოთქმული წინადადებები, შენიშვნები, გაცემული დავალებების შინაარსი და საჭიროების შემთხვევაში, მათი შესრულების ვადა. ოქმს ხელს აწერენ მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის აპარატის უფროს