1. მთავრობის სხდომას ხელმძღვანელობს (თავმჯდომარეობს) მთავრობის თავმჯდომარე. მთავრობის სხდომა, როგორც წესი, დახურულია. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებით, მთავრობის სხდომა შეიძლება საჯაროდ გამოცხადდეს.

2. მთავრობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მთავრობის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, მათ შორის, დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული ფორმით.

3. მთავრობის თავმჯდომარე უფლებამოსილია, შეცვალოს განსახილველი პროექტების თანმიმდევრობა. მთავრობის თავმჯდომარე ასევე უფლებამოსილია მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგს დაამატოს განსახილველი პროექტ(ებ)ი, თუ აღნიშნული პროექტ(ებ)ი მთავრობის სხდომის გამართვამდე ინიციატორი უწყების ხელმძღვანელის შესაბამისი წერილობითი დასაბუთებული თხოვნით წარმოდგენილი და დარეგისტრირებულია მთავრობის აპარატში.

4.   მთავრობის სხდომაზე საკითხს, დღის წესრიგის შესაბამისად, წარმოადგენს სამართლებრივი აქტის პროექტის ინიაციატორი ან მთავრობის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული სხვა პირი.

5. მთავრობის სხდომაზე განსახილველი პროექტების დამატებისას, აღნიშნულ პროექტებს მთავრობა, საჭიროების შემთხვევაში, იღებს შენიშვნებით, მთავრობის აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მათი ექსპერტიზის უზრუნველყოფის მიზნით. თუ ექსპერტიზის შედეგად არ დაფიქსირდა შენიშვნები, პროექტი ითვლება შენიშვნების გარეშე მიღებულად.

6. დღის წესრიგში შეტანილ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მომხსენებლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15  წუთ