1. მთავრობის სხდომაზე განხილული და მიღებული სამართლებრივი აქტის პროექტის საბოლოო რედაქციას, მთავრობის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მთავრობის აპარატი, აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მონაწილეობით დადგენილი წესით ამზადებს იმავე ან მეორე დღეს.

2. დადგენილი წესით მომზადებული მთავრობის სამართლებრივი აქტის პროექტს, მისი მთავრობის სხდომაზე მიღებიდან 3 დღის ვადაში მთავრობის თავმჯდომარეს ხელმოსაწერად გადასცემს მთავრობის აპარატის უფროსი.

3. მთავრობის სხდომის საოქმო გადაწყვეტილებანი ეგზავნებათ შემსრულებლებს სხდომის ოქმიდან ამონაწერის სახი